ინტერი უდინეზეს ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

“ინტერი” “უდინეზეს” ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩის შეძენასთან ახლოსაა. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.

წყაროს ცნობით, “ინტერმა” 21 წლის სერბის ტრანსფერი 15 მილიონ ევროდ შეატანხმა. 

გასულ სეზონში სამარჯიჩმა “უდინეზეს” მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი მომავალ თვეში იწყება. “ინტერი” პირველ მატჩს 19 აგვისტოს “მონცას” წინააღმდეგ გამართავს.