ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ინტერი ვენეციადან ტანერ ტესმანის გაფორმებასთან ახლოსაა.
ამერიკელი ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით ამჟამინდელ კლუბში დარჩება, 2025 წელს კი “ნერაძურის” შეუერთდება. ამასთან, წყაროს ცნობით, საპირისპიროდ, ინტერიდან ვენეციაში გაეტანო ორისტანიო გადავა.
ამჟამად ინტერი ტესმანთან ვენეციაში 1 წლით დარჩენის საკითხს ათანხმებს.
ტანერი დალასის აღზრდილია. ახალგაზრდა ნახევარმცველი ვენეციაში 2021 წლიდან თამაშობს.