ინტერი სიმონე ინძაგის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მილანის ინტერის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის მუშაობით კმაყოფილია და მისი შენარჩუნება სურს.

იტალიური მედიის ცნობით, ნერაძური 47 წლის სპეციალისტს ახალ კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზებს, რომელიც 2027 წლამდე იქნება აქტიური.
შეგახსენებთ, რომ სიმონე იძაგი ინტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2021 წელს დაინიშნა და 145 მატჩიდან 97-ის მოგება მოახერხა. მოქმედი კონტრაქტი მას 2025 წლის ზაფხულში ეწურება.