ინტერი ლაუტარო მარტინესს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მილანის ინტერის ხელმძღვანელობას ლაუტარო მარტინესის შენარჩუნება სურს და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

“ლაუტაროს ახალ კონტრაქტზე უკვე ვმუშაობ და სანერვიულო არაფერი – ხელშეკრულება მალე გაფორმდება” – განაცხადა ინტერის გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ
ლაუტარო მარტინესი ნერაძურის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და ჩატარებულ 264 შეხვედრაში 122 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა გაიფორმა