მილანის “ინტერი” კმაყოფილია გუნდის მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის მუშაობით და მასთან ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.
როგორც Gazzetta dello Sport იუწყება, იტალიური ტოპ-კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან სპეციალისტთან თანამშრომლობა 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელონ.
მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.