ინტერი დიმარკოს ხელფასს თითქმის გაუორმაგებს

მილანის “ინტერის” მარცხენა მცველი ფედერიკო დიმარკო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

26 წლის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. 

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მხარეები ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯია. 
დიმარკოს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუხანგრძლივდება, იტალიელს კი ხელფასი თითქმის გაორმაგდება – პრემიების გარეშე წელიწადში 2,2-დან 4 მილიონ ევრომდე.

ფედერიკო დიმარკომ მიმდინარე სეზონში “ინტერში” 14 მატჩი ჩაატარა, ორჯერ გაიტანა და ოთხჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა.