ინტერი დერბიში მოგებით სკუდეტოს გაინაღდებს

ინტერმა კალიარისთან ფრე 2:2 ითამაშა და სკუდეტოს მოსაგებად მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება. შემდეგი მატჩი კი ინძაგის ფეხბურთელებს მილანთან დერბი აქვს. მატჩი ინტერის კარნახით მიმდინარეობდა, მაგრამ რანიერის ფეხბურთელები არ ნებდებოდნენ და გასაოცარ ფორმაში მყოფ ნერაზურს ჯუზეპე მეაცაზე ფრე ეთამაშნენ. შეიძლება ითქვას, რომ კლაუდიო რანიერიმ ნაწილობრივ სკუდეტოს წვეულება მოიპარა, თუმცა კალიარის მეორე გოლი იტალიში კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან პასის მომენტში კალიარის ფეხბურთელს ხელზე მოხვდა ბურთი.

ინტერმა წლევანდელ სეზონში 77 გაიტანა და 17 გოლი გაუშვა და ცხრილის სათავეში 83 ქულით იმყოფება.