ინტერი ბარელასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

მილანის “ინტერმა” მოლაპარაკება დაიწყო ნახევარმცველ ნიკოლო ბარელასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. 

როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება, “ნერაძურის” ბარელასთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება სურს.

მხარეები სეზონში დაახლოებით 6 მილიონი ევროს ხელფასზე განიხილავენ. 

ამჟამად ნიკოლო ბარელას “ინტერთან” კონტრაქტი 2025/2026 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.