ინძაგი: “ინტერში ბედნიერი ვარ და და ვფიქრობ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები პოზიტიურად წარიმართება”

მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ აღნიშნა, რომ ნერაძურიში თავს კარგად გრძნობს.

“ინტერში ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, სეზონის ბოლოს კონტრაქტზე მოლაპარაკებები პოზიტიურად წარიმართება. ფანებთან და ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს” – განაცხადა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ ინტერი სერია ა-ს მიმდინარე სეზონს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ატლეტიკოს 1-0 მოუგო.