იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში “ინტერი” “მილანს” დაუპირისპირდა და 5:1 გაანადგურა.
ამ მატჩს “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გამოეხმაურა და “ინტერი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად დაასახელა.
“თამაშისთვის არ მიყურებია, მაგრამ როცა იტალიის გამორჩეული დერბი ანგარიშით 5:1 სრულდება, უკვე ყველაფერი ნათქვამია.
ინტერი ძლიერი გუნდია, ფინალში მათთან ურთულესი მატჩი გვქონდა და ვფიქრობ, წელს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტები იქნებიან”, – განაცხადა გვარდიოლამ.