ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი ბენჟამინ პავარი კარიერას “ინტერში” გააგრძელებს.
ამის შესახებ კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ტომაშ ტუხელმა გააკეთა.
“პავარი ჩემთან მოვიდა და ამ ტრანსფერის შესახებ მითხრა, მაგრამ ცუდია, რომ საკმაოდ გვიან გავიგე, რადგან მისი შემცვლელი გვჭირდება.
გასულ სეზონში პავარმა თამაშების 80%-ზე მეტი ითამაშა, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და მის პოზიციაზე შევსება აუცილებლად გვინდა”, – განაცხადა ტუხელმა.