ფოტო: “ჯამბაზები ხართ”, – ნიკოლო ბარელამ იტალიური პრესის ბრალდებას უპასუხა

იტალიური პრესა ცდილობდა, აზართული თამაშების სკანდალში ნიკოლო ბარელაც გაეხვია.

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იტალიაში აღნიშნული სკანდალი ძალიან აქტუალურია – უკვე მიესაჯა შვიდთვიანი დისკვალიფიკაცია ნიკოლო ფაჯიოლის და ამჟამად, გამოძიება მიმდინარეობს სანდრო ტონალის წინააღმდეგაც.

გამოცემა La Nuova Calciopoli წერდა, რომ აღნიშნულ სკანდალში ლამელა, გიასი და ბარელაც არიან გარეულები.

თუმცა, „ინტერის“ ფეხბურთელმა ამ ჭორებს სოციალურ ქსელში უპასუხა:

„თქვენ არ ხართ სერიოზულები, უბრალოდ ჯამბაზები ხართ.“, – წერს ფეხბურთელი ინსტაგრამ სთორიში.