ფოტო: ბალოტელიმ იბრაჰიმოვიჩის კრიტიკას ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად გადაღებული სურათით უპასუხა

მარიო ბალოტელიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის კრიტიკას სოც.ქსელში უპასუხა.

„მილანის“ ექს-ფორვარდმა იტალიელზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბალოტელიმ საკუთარი ნიჭი ვერ გამოიყენა.

„მას უამრავი შანსი ჰქონდა საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და მომავლის შესაცვლელად. მაგრამ, ვერცერთხელ ვერ გამოიყენა.

ბევრი ფეხბურთელია, ვინც ერთ შანსსაც ვერ იღებს, მაგრამ მან უამრავი გაანიავა.“ – აღნიშნა იბრამ.

ამის პასუხად ბალოტელიმ იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად გადაღებული სურათით უპასუხა და პოსტში შვედი ფორვარდიც დათაგა.

ცნობისთვის, ზლატანს ჩემპიონთა ლიგა არასდროს არ მოუგია, მარიომ კი ეს „ინტერში“ გააკეთა.