ძანეტი: “ლუკაკუმ გვიღალატა, მისით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ”

„ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ, რომელუ ლუკაკუს საქციელით იმედგაცრუება გამოთქვა.

ლუკაკუმ ბოლო სეზონი იჯარით „ინტერში“ გაატარა, რომელიც „ჩელსიდან“ მის გამოსყიდვასაც აპირებდა, თუმცა შეიტყო, რომ ფეხბურთელი პარალელურად „იუვენტუსთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს. ბელგიელი „ინტერის“ ფეხბურთელების და სტაფის ზარებსაც არ პასუხობდა, რის გამოც კლუბმა მის ტრანსფერზე უარი თქვა.

„ლუკაკუმ გვიღალატა, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.

ჩვენ რომელუსგან სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებას ველოდით, როგორც პროფესიონალის და ასევე, როგორც კაცის მხრიდან.“, – ციტირებს ძანეტის სიტყვებს Gazzetta.