მილანის “ინტერის” მცველმა დენზელ დუმფრისმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ამის შესახებ Tuttosport იუწყება.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელის მომსახურებით მანჩესტერ “იუნაიტედია” დაინტერესებული, რომელისთვისაც დუმფრისი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ მთავარი სამიზნეა.
მიმდინარე სეზონში 27 წლის დუმფრისმა “ინტერში” 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.