გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” და “იუვენტუსი” მოლაპარალებებს აწარმოებენ ვლაჰოვიჩისა და ლუკაკუს გაცვლის თაობაზე.
თუმცა ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრებს ბელგიელი ფორვარდი არ სჭირდებათ და ამაზე სპეციალური ბანერიც გააკეთეს.
“დარჩი იქ, სადაც ხარ, მეორე მეკარე უკვე გვყავს”, – წერია ბანერზე.
არადა, ლუკაკუ “ინტერშიც” არ სჭირდებათ, სადაც ის იჯარის წესით თამაშობდა. მიზეზი კი “იუვენტუსთან” დაწყებული მოლაპარალებებია.