ჩემპიონთა ლიგა – ინტერმა ატლეტიკოს მოუგო, პსვ დორტმუნდს დაუზავდა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც ინტერმა ატლეტიკო მიიღო, ხოლო პსვ-მ დორტმუნდს უმასპინძლა.

სან სიროზე გამართულ მატჩში, ინტერმა ატლეტიკო მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე არნაუტოვიჩმა გაიტანა.
პსვ-ს და დორტმუნდში შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა – ანგარიში 24-ე წუთზე სტუმართა შემტევმა, მალენმა გახსნა, ხოლო 56-ე წუთზე დე იონგმა გაათანაბრა.
განმერეობითი მატჩები 13 მარტს გაიმართება.