ჩალჰანოღლუ: “მე დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფლეიმეიქერი ვარ”

მილანის ინტერის ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფლეიმეიქერია.

“მე დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფლეიმეიქერი ვარ, ხოლო ჩემ შემდეგ როდრი, კროოსი, კიმიხი და ენცო ფერნანდესი არიან” – ჰაკან ჩალჰანოღლუ.

შეგახსენებთ, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუ ინტერში 2021 წელს გადავიდა, 125 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლთან ერთად 24 საგოლე გადაცემა გაიფორმა.