ბუფონი: “ნაპოლი-ინტერის მატჩს ვუყურე და ერთი დასკვნა გამოვიტანე”

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯიჯი ბუფონი სერია ა-ს გასულ ტურში გამართულ მატჩს ეხმაურება.

მოგეხსენებათ, ტურის ცენტრალური მატჩში “ინტერმა” სტუმრად “ნაპოლი” 0:3 გაანადგურა.
“ნაპოლი-ინტერის მატჩს ვუყურე. ინტერმა საოცარი ფეხბურთი ითამაშა და აღფრთოვანებული ვარ, თან მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ.
ამ მატჩიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე – ინტერს არამხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაში შეუძლია ნებისმიერი გუნდის დამარცხება და თავისი სიტყვის თქმა”, – განაცხადა ბუფონმა.