ბარბარა ბერლუსკონი: “სან სიროს რესტავრაცია უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ახალი სტადიონის აშენება

მილანის ყოფილი დირექტორმა, ბარბარა ბერლუსკონიმ სან სიროს მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი რესტავრაცია ძვირი დაჯდება.

“როდესაც მილანის დირექტორი ვიყავი, სან სიროს განახლებაზე აქტიურად ვმუშაობდით და რამდენიმე კომპანიასთან კონსულტაციებიც გავმართეთ.”
“დეტალური შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ განახლება უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ახალი სტადიონის აშენება” – განაცხადა ბერლუსკონიმ.