ბაიერნი და ინტერი ზომერის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

მიუნხენის “ბაიერნმა” და მილანის “ინტერმა” გუშინ მოლაპარაკებები გამართეს მეკარე იან ზომერის ტრანსფერზე, რომელიც მანამდე “ნერაძურისთან” პირად პირობებზე იყო შეთანხმებული. 

შეგახსენებთ, რომ 34 წლის შვეიცარიელი იტალიური გუნდის პრიორიტეტად რჩება მანჩესტერ “იუნაიტედში” წასული ანდრე ონანის შემცვლელად.

Bild-ის ცნობით, მოლაპარაკებების შედეგად, “ინტერმა” იმედი გამოთქვა, რომ “ბაიერნი” უახლოეს დღეებში ზომერის შემცვლელს იპოვის და იანს გუნდის დატოვების საშუალებას მისცემს.