ბაიერნი და ინტერი შეთანხმებას უახლოვდებიან – ონანას შემცვლელი პრაქტიკულად განაღდებულია

„ინტერი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ შვეიცარილი გოლკიპერის, იან ზომერის თაობაზე მოლაპარაკებებში წინ მიიწევენ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მოლაპარაკებები განვითარებულ ეტაპზეა და ტრანსფერი დახურვასთან ძალიან ახლოს არის.

ზომერი ყოველთვის „ინტერის“ ფავორიტი იყო ანდრე ონანას შემცვლელის პოზიციაზე, რომელიც ამ ზაფხულს 50+5 მილიონ ევროდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.

ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა „ბაიერნი“ გოლკიპერის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას.