“არ წახვიდე ინტერში, ეს არ არის ცხოვრებისეული შანსი”, – კომანი პავარს ტრანსფერის წინ

BILD-ის ინფორმაციით, კინგსლი კომანმა ბენჟამინ პავარს „ინტერში“ გადასვლა არ ურჩია.

კინგსლი კომანმა თანამემამულეს უთხრა, რომ „ინტერში“ წასვლა არ არის ცხოვრებისეული შანსი და რომ ის „ბაიერნში“ უნდა დარჩეს ამ სეზონში, რის შემდეგაც თავისი მომავალი მშვიდად გადაწყვიტოს.

„არ წახვიდე „ინტერში“, ამას არანაირი აზრი არ აქვს.“, – ციტირებს კომანის სიტყვებს გერმანული გამოცემა.

როგორც მოცემულობა გვეუბნება, პავარმა თანაგუნდელს არ დაუჯერა და კარიერის გაგრძელება მაინც მილანში გადაწყვიტა.