ანტუან გრიზმანი ინტერის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში მილანის “ინტერთან” თამაშს შეძლებს. 

Mundo Deportivo-ს ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა და საპასუხო მატჩს მზადყოფნაში შეხვდება. 
მიმდინარე სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 18 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.