ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი “ინტერში” ბრუნდება. გამოცდილი შემტევი იტალიურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
“ინტერში” სანჩესი ხოაკინ კორეას ჩაანაცვლებს, რომელიც “მარსელში” გადადის.
სერია A-ს პირველ ტურში “ინტერმა” მონცას 2:0 მოუგო. ახლა კი სიმონე ინძაგის გუნდი “კალიარისთან” გასვლითი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 28 აგვისტოს გაიმართება.