აჩერბის თაობაზე გადაწყვეტილება შესაძლოა სამშაბათს იქნას მიღებული

როგორც მოგეხსენებათ, მილანის “ინტერის” მცველი ფრანჩესკო აჩერბის “ნაპოლის” ფეხბურთელის ხუან ჟესუსის მიმართ რასისტულ შეურაცხყოფაშია ეჭვმიტანილი.

როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება, ამ საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა სამშაბათს იქნას მიღებული. 
აჩერბი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა ათ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.