აჩერბი იტალიის ნაკრების განაცხადიდან ამოიღეს – ამის მიზეზი ცნობილია

იტალიის ნაკრებისა და “ნაპოლის” მცველი ფრანჩესკო აჩერბი იტალიის ნაკრების მარტის სიიდან ამოიღეს. 

ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება. 
აჩერბის ბრალი “ნაპოლის” ფეხბურთელის ხუან ჟესუს რასობრივ შეურაცხყოფაში ედება.
შეგახსენებთ, რომ მარტში იტალიის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ვენესუელასთან და ეკვადორთან გამართავს.