ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, საკუთარ მოედანზე პარი სენ-ჟერმენს საკმაოდ გაუჭირდა.
ლუის ენრიკეს შეგირდებმა პარკ დე პრენსზე ჟირონა მიიღეს და 1-0 დაამარცხეს. მატჩის ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე გავიდა: ნუნუ მენდეშის გამჭოლის პასის შემდეგ, სტუმართა მეკარემ, პაულო გაცანიგამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
რაც შეეხება დღის ცენტრალურ შეხვედრას: მანჩესტერ სიტისა და ინტერს შორის ეტიჰადზე გამართული მატჩი უგოლოდ, 0-0 დასრულდა.
მომდევნო ტურში პსჟ არსენალს დაუპირისპირდება, ჟირონა – ფეინოორდს, სიტი სლოვანს შეხვდება, ხოლო ინტერი – ცრვენა ზვეზდას.