ჯონათან დევიდით ინტერი ინტერესდება

ლილის კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დევიდი მომდევნო ზაფხულს, ფრანგულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. მისი უფასოდ დამატების სურვილი ბევრ კლუბს ექნება. დევიდის დამატება აქტიურად სურს, მილანის ინტერი. ”ნეროაძურის” ერთ-ერთი მთავარი, პლუსი ბეპე მარტოაა, რომელიც ფეხბურთელების უფასოდ დამატების სპეციალისტია. 

დევიდმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო, კანადელი ძალინ კარგ ფორმაშია და ის ემზადება ახალი გამოწვევებისთვის. ამ სეზონში 4 თამაშში კანადელმა 3 გოლის გატანა მოახერხა.  დევიდამა ლილის მიაისურით სულ 187 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 87 გოლის გატან მოახერხა. ასევე კანადელმა 2020-2021 წლების სეზონში გუნდთან ერთად ლიგა 1 ჩემპიონი გახდა. თავად დევიდს დიდი სურვილი აქვს, ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაში, მაგრამ ამ მომენტისთვის მისით ინგლისიდან არ ინტერესდებიან. იანვრის თვეში, ნებისმიერ კლუბს შეეძლება დევიდთან წინასწარი კონტაქტის გაფორმება.