რატომ იცვლიდა ზლატანი კლუბებს? – შვედის ახსნა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ახსნა, თუ რატომ იცვლიდა კარიერის განმავლობაში ბევრ კლუბს.

“კლუბების შეცვლით საკუთარ თავს ვტესტავდი. ზურგჩანთას ავიღებდი და შენს ბაღში მივდიოდი. განსხვავებულ კულტურად, ენას და გარემოს ვეცნობოდი. საკუთარ ბაღში საჭმელს დედაშენი გიმზადებს, ტანსაცმელს გირეცხავს და ყველაფერი გაქვს, რაც გინდა. იქ დაიბადე და გაიზარდე – შესაბამისად, კომფორტის ზონაში ხარ, მე კი ამ ზონის დატოვება მიყვარდა. 

მილანმა ბედნიერება მაჩუქა, შემდეგ კი – სიყვარული,” – განაცხადა შვედმა ლეგენდამ.
იბრაჰიმოვიჩს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 9 კლუბში უთამაშია. მივყვეთ ქრონოლოგიურად: მალმიო (1999–2001), აიაქსი (2001–2004), იუვენტუსი (2004–2006), ინტერი (2006–2009), ბარსელონა (2009–2010), მილანი (2010–2012), პარი სენ-ჟერმენი (2012–2016), მანჩესტერ იუნაიტედი (2016–2018), ლოს ანჯელეს გელექსი (2018–2020), მილანი (2020–2023).
ზლატანმა ყველაზე დიდი დრო (5 წელი) მილანში გაატარა, მაგრამ ყველაზე მეტი მატჩი (180) პსჟ-ში აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი გოლიც (156) ამ კლუბისთვის გაიტანა.