ინტერს კიმ მინ ჯეს იჯარით დამატება სურს

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი კიმ მინ ჯე შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს. 

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის მომსახურებით “ინტერი” ინტერესდება. 
აღსანიშნავია, რომ მილანურ კლუბს სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს. 
ფეხბურთელის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2028 წლამდეა გათვლილი.