მილანის “ინტერი” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება.
საუბარია 29 წლის ადრიენ რაბიოზე, რომელიც თუ უახლოეს მომავალში “ბებერ ქალბატონთან” ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, თავისუფალი აგენტი გახდება.
Sport Mediaset-ის ინფორმაციით, “ინტერის” მენეჯმენტი აქტიურად აკვირდება სიტუაციას და მზად იქნება ფრანგ ნახევარმცველს “იუვენტუსზე” უფრო ხელსაყრელი თანამშრომლობის პირობები შესთავაზოს.