ჩემპიონობის შემდეგ ინტერის ფეხბურთელები ინსტაგრამ ლაივში გავიდნენ და კითხულობდნენ მაყურებლის კომენტარებს, კომენტარები კი ძირითადად ინტერის სკუდეტოზე იყო, ყველა მათ ულოცავდა გამრჯვებას. ლაივის დროს კი ინტერის ფეხბურთელებს მათი პრეზიდენტი სტივენ ჯანი ჩაერთო და მათთან ერთად აღნიშნავდნენ გამარჯვებას, სწორედ ამ დროს მარკუს ტურამმა ასეთი სასაცილო რამ თქვა:
მარკუს ტურამი: “პრეზიდენტო, თქვენ 0 ევროდ გვიყიდე!”
ჰაკან ჩალჰანოღლუ: “ყავაც კი ჩვენზე ძვირი ღირს.”
ტურამი: “ჩვენ შეგვიძლია საჩუქარი მივიღოთ.”
სტივენ ჯანი, ინტერის პრეზიდენტი: “ვიცოდი, რომ შეცდომა იყო ამ ლაივში შემოსვლა.”
ინტერმა მეოცე სკუტედო მოიგო მილანურ დერბში, მათ “ბიძაშვილებს” ერთი სკუდეტოთი გადაასწრო და მეორე ვარსკვლავი დაიმატა ლოგოზე.