მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ აღნიშნა, რომ ნერაძურიში თავს კარგად გრძნობს.
“ინტერში ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, სეზონის ბოლოს კონტრაქტზე მოლაპარაკებები პოზიტიურად წარიმართება. ფანებთან და ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს” – განაცხადა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ ინტერი სერია ა-ს მიმდინარე სეზონს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ატლეტიკოს 1-0 მოუგო.