მილანის ინტერის ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფლეიმეიქერია.
“მე დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფლეიმეიქერი ვარ, ხოლო ჩემ შემდეგ როდრი, კროოსი, კიმიხი და ენცო ფერნანდესი არიან” – ჰაკან ჩალჰანოღლუ.
შეგახსენებთ, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუ ინტერში 2021 წელს გადავიდა, 125 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლთან ერთად 24 საგოლე გადაცემა გაიფორმა.