მილანის “ინტერის” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი საუდის არაბეთის ორი კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა.
ჟურნალისტ ეკრემ კონურის ინფორმაციით, ჩილელის მომსახურებით “ალ-შაბაბი” და “ალ-იტიფაკი” ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ სანჩესს “ინტერთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
მიმდინარე სეზონში 34 წლის სანჩესმა იტალიის სერია A-ში 5 მატჩი ჩაატარა.