მილანის “ინტერის” მცველი მატეო დარმიანი “ნერაძურისთან” თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან ახლოს არის.
33 წლის დარმიანსა და მილანურ გუნდს შორის არსებული სამუშაო ხელშეკრულება მომავალი წლის ივნისის ბოლოს იწურება. თავად ფეხბურთელი მზადაა ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.
მიმდინარე სეზონში მატეომ ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.