“პორტუს” თავდამსხმელი მეჰდი ტარემი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა მილანის “ინტერში” გადავიდეს.
გასულ ზაფხულს ირანელი ფეხბურთელი ახლოს იყო “მილანში” მოხვედრასთან, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.
ახლა 31 წლის ფორვარდს შეუძლია სხვა მილანურ კლუბში გადასვლა: ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, “ინტერი” უფრო ახლოსაა ტარემის შეძენასთან.
“ნერაძურის” ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს გარიგების შესაძლებლობას, რადგან იანვარში გუნდის შეტევის გაძლიერებას აპირებენ.