მიუნხენის “ბაიერნმა” და მილანის “ინტერმა” გუშინ მოლაპარაკებები გამართეს მეკარე იან ზომერის ტრანსფერზე, რომელიც მანამდე “ნერაძურისთან” პირად პირობებზე იყო შეთანხმებული.
Bild-ის ცნობით, მოლაპარაკებების შედეგად, “ინტერმა” იმედი გამოთქვა, რომ “ბაიერნი” უახლოეს დღეებში ზომერის შემცვლელს იპოვის და იანს გუნდის დატოვების საშუალებას მისცემს.