მიუნხენის „ბაიერნის” მცველი ბენჟამინ პავარი კარიერას „ინტერში” გააგრძელებს.
მილანურმა კლუბმა ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
კლუბებმა შეთანხმებას 30+2 მილიონ ევროდ მიაღწიეს, პავარმა კი კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
ფეხბურთელს „ბაიერნთან” კონტრაქტი გაისად ეწურებოდა და მან გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რამაც მიუნხენურ კლუბს მისი გაყიდვისკენ უბიძგა.