ზუგდიდი, თბილისი, ჯუზეპე მეაცა

ზუგდიდი, თბილისი, ჯუზეპე მეაცა






იყო და არა იყო რა, ღვთის უნახავი რა იქნებოდაო,მაგრამ უტას სანახავი კიდევ ბევრი ჰქონდაო ზუსტად ეგ თემაა. თბილისი-ზუგდიდის გზაზე მოგზაურობის პრაქტიკის 22-ე წელს მივხვდი,რომ მზად ვიყავი ახალი გამოწვევებისთვის და გადავწყვიტე ჩემს ფავორიტ ევროპულ ქვეყანაში წასვლა. ასე იყო თუ ისე ჩემი სურვილი იტალიაში წასვლისა მალე რეალობა გახდა.


დედაჩემის აზრით მე სასწავლებლად მივდიოდი,მამაჩემს ის უხაროდა რომ იტალიელ ქალებს ქართულ ტრადიციებს გავაცნობდი,მე კი თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა,რომ შევძლებდი ჩემი ოცნების ახდენას და მილანში „ჯუზეპე მეაცას“ სახელობის სტადიონზე ინტერის თამაშს დავესწრებოდი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დის მსგავსად, მთელი კვირა კოშმარები არ მსიზმრებია,მაინც ძალიან ვნერვიულობდი ფრენის გამო. ეს ის შემთხევევაა,როცა ფრაზა-„ ეს შენი პირველი ფრენაა? სურვილი ჩაიფიქრე“! არ ჟღერს ისე ლამაზად,როგორც სხვა მსგავსი გამონათქვამები. ფრენამდე, მეგობრებისგან რჩევები მივიღე,ზოგმა დამამშვიდა,ზოგმაც პირიქით,მაგრამ საბოლოო ჯამში ინფორმირებული და ღვედ შეკრული,მზად ვიყავი ეს დაბრკოლებაც გადამელახა.
სტიუარდესების გამოსვლის შემდეგ,რომელსაც ჩემს გარდა მგონი არც არავინ არ უყურებდა,პილოტმა აფრენის შესახებ გვაუწყა და თვიმფრინავმა რომისკენ გეზი აიღო.
რომში ჩასულებს,თეთრი ავტობუსი მოგვემსახურა და ხელბარგი აეროპორტამდე მიგვატანინა. უძილობისგან დაღლილმა რის ვაივაგლახით გავიარე რეგისტრაცია, თან სანამ ტრუსების ამარად არ დავრჩი სარეგისტრაციო მანქანამ არ მიატოვა წრიპინი. საბუთების შემოწმებაზე დაახლოებით 15 წუთი ვუხსნიდი იტალიელებს,თუ რა მიზეზით ჩამოვედი იტალიაში. პროცედურების შემდეგ,გადავწყვიტე დრო არ დამეკარგა და მომეძებნა მეთერთმეტე გეითი,საიდანაც ჩემი მეორე ფრენა უნდა შემდგარიყო, უკვე ვერონას მიმართულებით. როგორღაც გავარკვიე თუ საიდან მიფრინავდა ჩემი თვითმფრინავი და დამშვიდებულმა გადავწყვიტე მესაუზმა.
აეროპორტში ისეთი ფასები დამხვდა,ლამის გადავიფიქრე საუზმობა,მაგრამ კუჭმა ბოლო ხმით ამომძახა,მე მიკეთებ ამასო და სიმწრით გადავიხადე 8,4 ევრო 1 ნაჭერ ნამცხვარსა და კოკა-კოლაში. საუზმობის შემდეგ გადავწყვიტე ცოტა წამეძინა,ჩემდა გასაკვირად 2-3 საათი ჩამეძინა. თვალები გავახილე თუ არა ბაუნტის რეკლამა დამემართა(ბაუნტი-იქ სადაც მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება). მოკლედ ვხედავ ჩემს წინ ზის ნაცნობი ადამიანი,ისეთი ნაცნობი სახეზე რომ ცნობ და სახელი არ გახსენდება,თუმცა 5-6 წამის დაგვიანებით ტვინიც გამოვიდა ძილბურანიდან და მე ამ კაცის არათუ სახელი, არამედ მთელი დოსიე ზეპირად ვიცოდი. ეს იყო ჩემი ფავორიტი გუნდის, „ინტერის“, წამყვანი ფეხბურთელი, ერნანესი! მივედი, მოურიდებლად მოვეხვიე და ინგლისურად რაც მოვასწარი და მომაგონდა ყველაფერი ვუთხარი. მანაც მადლობის ნიშნად თავი დამიქნია,ერთად სურათი გადავიღეთ და დამემშვიდობა,მეც დავემშვიდობე და თვალებით ვუთხარი ის რისი თქმაც ვერ მოვასწარი.


ემოციებით დამუხტულმა ვერც კი შევამჩნიე თუ როგორ გავიდა რეისამდე დარჩენილი 4 საათი. წინანდელისგან განსხვავებით, უფრო შემართული გავემართე თვითმფრინავისკენ და კარგი გამოცდილი მგზავრივით მოვკალათდი ჩემს ადგილზე. ამჯერად სტიუარდესების გამოსვლას ერთით ნაკლები მაყურებელი ჰყავდა,ნამდვილად არ მქონდა მათი თავი.


მოკლედ თავს არ მოგაწყენთ ვეროანასა და ნეპოლში გატარებული პირველი დღეების შესახებ ამბის მოყოლით და პირდაპირ გადავალ მთავარ საკითხზე.
ზემოთხსენებული მოგზაურობისგან განსხვავებით გზა მილანისკენ ევროპულად დაიგეგმა და ზედმეტი პრობლმებიც არ შემხვედრია. პერმა (ჩემი შვედი ოთახის მეგობარი,ამავდროულად ინტერის ქომაგი) საკუთარ თავზე აიღო სასტუმროსა და მატჩის ბილეთის დაჯავშნა და კარგი ბუღალტრის მსგავსად წინ დოკუმენტი დამიდო,სადაც დეტალურად იყო გაწერილი თუ სად რამდენი გადაიხადა და მე მისი რამდენი მმართებდა. იტალიის სარკინიგზო საიტის გაუმართავობის გამო,ბილეთები ვერ დავჯავშნეთ და პირდაპირ სადგურზე მოგვიწია მისი ყიდვა. მეგრული სული დამეხმარა პერისათვის იმის

დარწმუნებაში, რომ რეგიონალური მატარებლით ოთხ საათიანი მგზავრობა ,პირველი კლასით ორ საათიან მგზავრობას სჯობდა(ევროპელებს ხედები და ბუნება უხსენე,ოჯახს გაყიდიან. სხვანაირად არ გამოდიოდა,არ იყო ეგ ის კაცი ქართული გაჭირვების გაეგო და მიმხვდარიყო, რომ 60 ევროს ბილეთებში ვერ გადავიხდიდი).
ხედების რა მოგახსენოთ მაგრამ,გზაზე გორაკები და ძველებური შენობები მრავლად გამოჩნდა. მგზავრობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ევროპულ ქუდს კარგა ხანს ვერ დავიხურავ. ისეთი გახარებული უღებდა სურათებს მდელოებს,რომ ერთი პირობა დავეჭვდი რას ხედავს ეგეთს მე რომ ვერ ვამჩნევთქო და წესის გამო შევუერთდი. 10 წუთი გავძელი ყალბი ემოციების და გაკვირვებული სახის ამარად,შემდეგ კი წამოსვლის წინ სპეციალურად შექმნილი ფლეილისტი ჩავრთე და თავი მოვიმძინარე. კარგი მსახიობივით როლში ისე შევედი, რომ მართლა ჩამეძინა და მილანშიც უწვალებლად ჩავედი.

სხვა რომ არაფერი არ ნახოთ,მარტო მილანის ცენტრალური სადგური გეყოფათ,იმის წარმოსადგენათ თუ სად მოხვდით. რეტროში შეზავებული თანამედროვე ხელოვნების ნიმუში მინიმუმ იმის გარანტიას იძლევა,რომ თვალს ვერ მოწყვეტთ მის სილამაზეს(ამჯერად როლები გავცალეთ მე და პერმა და ჩემს აღფრთოვანებას იგი პასუხობდა ყალბი „ოოოოქეი და აჰაა-აჰათი“).


სადგურიდან გამოსულმა, ძალიან მცირე დრო დავყავი ცენტრალურ ქუჩაზე (ცოტახნით,ჩემს ადგილას ჩემი და რომ ყოფილიყო, მადლი იქნებოდა ორივესთვის. არმანი და გუჩი ბიძიების ცენტრალურ მაღაზიებს ისე ავუარ ჩავუარე თითქოს პოპულის და იოლის მაღაზიები ყოფილიყოს), წესის გამო, ღირშესანიშნაობებთანაც 1-2 სურათი გადავიღე და სირბილ-სირბილით გავეშურე ინტერის ოფიციალური მაღაზიისკენ. მანდ მისულს ისეთი ფასები დამხვდა, რომ ჰაერიც კი ეკონომიურად მოვიხმარე. მუზეუმის დამთვალირებელივით შევათვალიერე ყველა კუთხე კუნჭული, გვარიანად სურათებიც გადავიღე და ჩემს შვედს ვანიშნე დროა „იქ“ წავიდეთქო.
ჩემი და არამარტო ჩემი საოცნებო, „ჯუზეპე მეაცას“ სახელობის სტადიონი, ქალაქის გარეუბანში მდებარეობს,შესაბამისად მეტროთი მოგვიწია მგზავრობა.


მილანის მეტროში ისეთი ამბავი დამხვდა,სინანულით გავიხსენე და დავაფასე ჩვენი „ვაგზლის“ სიმარტივე და უბრალოება (იმდენი გადასასვლელ გადმოსასვლელია,პერი,რომ არ ყოფილიყო, უსათუოდ დავიკარგებოდი).
„ლოტოს“ სადგურიდან ამოსულს ისეთი აურა დამხვდა ,რომ გულმა ჩხვლეტა დამიწყო.გზაზე ჩემი ყურადღება მიიქცია ფეხბურთელების კარიკატურებით გაფორმებულმა კედელმა.


მეტროდან სტადიონამდე უამრავი აფრიკული წარმოშობის ინდმეწარმე შეგაწყენთ თავს ინტერისა თუ მილანის ატრიბუტებით. სპორტულ ინვენტარს კიდევ იყიდის კაცი,მაგრამ იღბლის მომტანი, 2 ევროდ შეფასებულ ძაფები, ნამდვილად მეტისმეტია. აფრიკელი „ბიძიებო-დეიდებოს“ მოგერიებით ვერც კი შევამჩნიე როგორ მივუახლოვდი მოედანს.
ჟრუანტელმა დამიარა,როდესაც ხეებს მიღმა, სტადიონის მცირე ნაწილი გამოჩნდა. იდგა უდრეკად დიადი,მშვენიერი და რაღაც მომენტში შიშის მომგვრელი ნაგებობა. არაა სიმართლეს მოკლებული, ამადეოს მოსაზრება „სანსიროს“ შესახებ : „ხეივანს რომ გამოვცდი და განათებული “სან სირო” დავინახე,ჯერ მეგონა,გასაფრენად გამზადებული უცხოპლანტელების მფრინავი თეფში ხომ არ არის მეთქი“.
აქაური აურის და ხედის გაზიარების სურვილით, ერთ ძალიან კარგ მეგობარ ქართველ მილანისტას(ყველას გვაქვს რაღაც ნაკლი) დავურეკე სკაიპით,იმის იმედით რომ სანსიროს ვიდეოთვალით მაინც ვანახებდი,მაგრამ უხარისხო იტალიური სატელეფონო ინტერნეტის გადამკიდე არ გამოვიდა ეგ ამბავი.


სტადიონის ხედთან პოზიორობით დაღლილმა,ვიგრძენი,რომ უკვე დრო იყო შიგნით შესვლისა, კარებთან პოლიციელის ფორმაში მდგომ პირს ბილეთი და პასპორტი გავუწოდე,მანაც ვითომ გადაამოწმა და ხელით მანიშა,შედიო.
გზად რაღაც უხერხული გიოსების მაგვარი კარი რის ვაი ვაგლახით გავიარე და კიბეებს ავუყევი, თუმცა ბოლო მომენტში შევჩერდი და დაახოლებით 5 წუთი გაუნძრევლად ვიდექი. სიხარული და სინანული ერთმანეთში აირია და ისე მომაწვა. ეს იყო ერთდროულად ოცნების ახდენით გამოწვეული ბედნიერების და მისი დაკარგვით გამოწვეული შიშის გასაყარი.ბოლოს ღრმად ჩავისუნთქე, დარჩენილი საფეხურები ავიარე და სტადიონზე შესულმა, გულში დამაყრუებელი სიჩუმით წარმოვთქვი “მე ეს შევძელი“.

ადგილი ზუსტად ქურვანორდების გვერდზე მქონდა.გახარებულმა სტადიონს გადავხედ-გადმოვხედე და ქართული დროშაც ავაფრიალე,სწორედ მაშინ,როცა მისი ბანერად გამოფენა დავაპირე, ქურვების ერთ-ერთი ხელმძღვანელი მოვიდა და მთხოვა დროშა შემენახა,თან მოაყოლა თუ ჩვენიანი ხარ უნდა გესმოდეს აქ მხოლოდ შავლურჯი დროშის ადგილი არისო. შევპირდი თამაშის დაწყებამდე შევინახავთქო და მანამდე რამოდენიმე სურათიც გადავიღე.


თამაშის დეტალების მოყოლას არ ვაპირებ ,იმედია ყველამ კარგად ნახეთ და იმის იმედიც მაქვს რომ ნერვები ძალიანაც არ აიშალეთ. უბრალოდ იმ ნიუანსებს გეტყვით,რაც ტელევიზიის მაყურებლისთვის შეუმჩნეველი დარჩა.
ფეხბურთელების გამოცხადების დროს,ყველაზე მეტი ოვაცია რომ ძანეტის შეხვდა ეგ არაა რთული მისახვედრი,ასევე ძალიან უყვართ კამბიასო,პრინცი და ერნანესი. ახალგაზრდების : ჟუანის,რიკის,კოვას და იკარდის ძალიან ეიმედებათ და დადებითად არიან განწყობილები. გუარინს ჩემს გარდა მგონი ყველა უსტვენდა, ხოლო მაცარის სტვენის თანხლებით სულ სტრამა-სტრამა ეძახეს.
ქურვას ძირითადად 5-6 გადარეული ინტერისტა ხელმძღვანელობს და ხალხს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ,წინასწარ არის გათვლილი როდის რა უნდა იძახონ და რა ბანერები უნდა აფრიალდეს.
კივუს ისეთი გაცილება მოუწყვეს ,ერთი პირობა ეჭვი შემეპარა კივუს აცილებენ თუ კაპიტანსთქო.


სტადიონზე მრავლად შეხვდებით აზიელ ტურისტებს(მომიშალეს ნერვები,სულ სურათებს იღებდნენ და ოთხივე გოლზე გახარებულები ტაშს უკრავდნენ).
ქართველებმა სწორი ქომაგობა რომ ვისწავლოთ,ჩვენზე კარგად ეგ საქმე არავის არ გამოუვა. მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემში დაგროვილი ემოცია გარეთ გამოვუშვი და ისეთი „დუხი“ დავდე, არ იქნება ლოგიკას მოკლებული იმის თქმა,რომ იმ დღეს ქურვას 1 ფლანგს ქართველი ინტერისტა ხელმძვანელობდა.
თამაშის დამთავრების შემდეგ, პერიზე გაბრზებულმა(90 წუთის მანძილზე ზუსტად 5 ჯერ ამოიღო ხმა, ორჯერ გოლასო და სამჯერ მამა მია წარმოსთქვა)გადავწყვიტე რაღაცაში მაინც გამომეყენებინა და ნანატრი ქართული ვიდეო რგოლისთვის „მე ინტერისტა ვარ“ ვათქმევინე და დავაფიქსირე.


ანგარიშით ოდნავ იმედგაცურუებულმა დავიჟინე, ისე როგორ უნდა წავიდე მილანიდან, ძანეტის და კაბიასოს რესტორანი არ ვნახოთქო. მოვკიდე ჩემს ორმეტრიან მეგობარს ხელი და უფასო ავტობუსის,მეტროს და google map-ის დახმარებით მივაღწიე Botinero-მდე(ძანეტის და კუჩუს ბარი).
აქაც რეჟიმი „მუზეუმის ვიზიტორი“ გავააქტიურე და ყველას და ყველაფერს სურათი გადავუღე.


ბარიდან სასტუმრომდე მიმავალთ,საინტერესეო დიალოგი ჩამოვარდა ჩემსა და პერს შორის,სადაც ძირითადად განვიხილეთ ჩემი გულსატკივარი იმის შესახებ, რომ ოცნებით ახდენილ ბედნიერებას, ელფერს უკარგავდა ისეთი მომავალის შიში, სადაც მსგავსი ნათელი ოცნების ადგილი არ იყო. მაგრამ ჩემდა საბედნიეროთ, ევროპულმა პასუხმაც არ დააყოვნა და ვიგრძენი რომ გულიდან მძიმე ტვირთი მოვიშორე:


„ჩემო გადარეულო, ქართველო მეგობარო, იმედია ერთ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის გამამარჯვებას სტადიონიდან ავღნიშნავთ“.
მოკლედ სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ჩემი ახალი ოცნების და თქვენი სურვილების ახდენის იმედით გემშვიდობებით.

მარად თქვენი გადარეული ქართველი ინტერისტა!!!

სპეციალურად მილანიდან – უტა ლოგუა. 5 აპრილი 2014 წელი, მატჩი Serie A ინტერი 2-2 ბოლონია.
მატჩის "ინტერელი"
ედერი
2 გოლი, 1 საგოლე
გამოკითხვა

რას ელოდებით სპალეტისგან?

სკუდეტო
ოთხეული
ევროპა ლიგა
სერია "ბ"
რეკლამა
Image
მინი ჩათი
fanatik
fanatik
დღეს 21:43:23

ეს რა კიალენდარი დაგვიჯდა ხტფუი რა პირველი თამაში ფიორენტინას
ვღებულობთ და მერე რომაში გავდივართ ეგრევე ძნელი თამაშები რა!! პირდაპირი მიდის ეხლა კენჭისყრა 20
interista2008
interista2008
გუშინ 21:39:44

chekerini magari kacia videoebs vukure imena taantia
interista2008
interista2008
24 ივლისი 2017

sagol jovetic
davlasha
davlasha
24 ივლისი 2017

bratci qartulad visac gindat yureba ager setantaze gadis qartuald http://setantageorgia.ge/
ირაკლი ზასეშვილი

https://www.youtube.com/watch?fea
ture=youtu.be&v=cXtFu0tvB-I&a
mp;app=desktop ინტერის თამაში შლაკესთან
Интернационале
Интернационале
18 ივლისი 2017

Hi all
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

berardi kak minimum unda moikvanon dagvchrdeba
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

ირაკლი ზასეშვილი,
dimaria an mova da an arada spaletim tqva perisichi mchirdebao
da ise ver gaushveben darwmunbuli ro ar ikvnen ro moikkvanen vinmes
ირაკლი ზასეშვილი

ინტერისტა2008. ჯერ არ არის ეგ გადაწყვეტილ
ი. სავარაუდოდ წავა რადგანაც მანჩესტერი აკმაყოფილებ
ს ინტერის მოთხოვნას ფეხბურთელზე
. ხოლი ინტერს კი დი მარიის მოყვანა უნდა.
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

ar midis ivani rhceba

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 13
მომხმარებლები: 0
სტუმარი: 13