გალიარდინი: ვერატისთან ერთად თამაში მინდა

image
დღეს რობერტო გალიარდინი ოფიციალურად წარადგინეს, ახალაგზრდა იტალიელმა ფეისბუქის გვერდზე გულშემატკივრის კითხვებს უპასუხა:

როგორი იყო პირველი დღე "ინტერში"?

- ძალიან ემოციური. დღეს დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში.

ვინ არის თქვენი ფავორიტი მოთამაშე?

- მე არ მაქვს მისი მახასიათებლები, მაგრამ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ზიდანია. მოქმედი ფეხბურთელებიდან კი პოგბა, ვფიქრობ, რომ დღეისთვის ის საუკეთესოა მის პოზიციაზე.

ვინ მოგწონთ "ინტერში"?

- რთულია გამოყო, "ინტერს" ყავს ბევრი ნიჭიერი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დაწეროს დიდი ისტორია ფეხბურთის სამყაროში

რატომ აირჩიეთ "ინტერი"?

- პირველ რიგში ეს არის დიდი გუნდი და ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. მე შემიძლია ვითამაშო და შევიტანო ჩემი წვლილი გუნდის წარმატებაში. მზად ვარ "ჯუზეპე მეაცაზე" სათამაშოდ. როდესაც პირველად ვითამაშე ეს იყო "მილანის" წინააღმდეგ ერთი თვის წინ.

რომელია თქვენი საყვარელი როლი?

- მე მიდნა ვითამაშო დაცვის წინ. სეზონი დავიწყე კარგად და მსურს ასე გავაგრძელო.

შაბათს ბროზოვიჩი დისკვალიფიცირებულია, მზად ხართ მის შესაცვლელად?

- ამ ყველაფერს მწვრთნელი გადაწყვეტს.


სტუდიაში დეიან სტანკოვიჩის ჩართვა განხორციელდა, სადაც მან კომენტარი გააკეთა რობერტოს მიერ არჩეულ 5 ნომერზე.

სტაკოვიჩი: სალამი რობერტო, მივესალმები "ინტერის" ოჯახს. დიდი სიამოვნება, რომ გავიგე აიღე 5 ნომერი. ჩემთვის დიდი პატივია ამ ნომრის დაფასება. ეს პერანგი არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან "ინტერი" დიდი კლუბია, რომელსაც ყავს მილიონობით გულშემატკივარი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იქნებით დიდი მოთამაშე. მინდა გისურვო დიდი წარმატებები.

გალიარდინი: დიდი მადლობა ყველაფრისთვის

რას იტყვით "სუნინგზე"?

- მათ აქვთ ამბიცური პროექტი და სურთ "ინტერი" იყოს ცხრილის სათავეში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამირჩიეს და მენდობიან.

სამი სიტყვა "ინტერზე?

- პრესტიჟული ადგილი, უნიკალური და ამბიციური.

და მიზნები "ინტერში"?

- გუნდის მიზანია სამეულში შესვლა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და ასევე არის იტალიის თასი.

იცნობთ რომელიმე თანაგუნდელს?

- ედერი და კანდრევა, მათ შევხვდი ეროვნულ ნაკრებში.

მოგეწონათ პირველი ვარჯიში?

- დღეს გავიცანი მთელი გუნდი, ეს იყო კარგი დღე. პიოლიმ მომცა რჩევები თუ რა უნდა გავაკეთო ნახევარდაცვაში.

გსურთ ვერატისთან თამაში?

- რა თქმა უნდა. მან გააკეთა დიდი ნახტომი "პესკარადან" "პსჟ-ში". ეს იქნება დიდი, ვითამაშო მასთან ერთად.

რა გითხრათ ძანეტიმ?

- ბევრი რამ, ის რაც მითხრა ახლა სტანკოვიჩმა. მიყვარდეს ეს მაისური და ვითამაშო მთელი გუნლით, თუ მინდა მივაღწიო წარმატებას ეს აუცილებელია.

თქვენი ერთ-ერთი მასწავლებელი სამუელია, როგორია მასთან მუშაობა?

- პირველად მე მას შევხვდი სადგურში და გადავიღე სურათი მასთან ერთად. ჩემთვის დიდი პატივია მასთან მუშაობა.


რას იტყვით იკარდიზე?

- ის არის ჩემპიონი. გახდა ბომბარდრი და ვფიქრობ, რომ ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავია.

მოელით "ჯუზეპე მეაცაზე" თამაშს?

- პირველად ის ვნახე ეროვნულ ნაკრებში. ნანახი მაქვს "ინტერის" ქორეოგრაფიები. რაც დრო მოდის მით უფრო ვღელავ ამ მომენტზე.


ყველაზე ლამაზი თასი "ინტერის" ისტორიაში?

- მე ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგის თასი, რადგან ესაა ყველაზე რთული ტურნირი საკლუბო ფეხბურთში და ამ მიზნის მიღწევა ბევრის ოცნებაა.

გზავნილი ფანებს: მოგესალმებით ყველას, გნახავთ სტადიონზე და იმედი მაქვს ბევრჯელ გაგახარებთ.


წყარო: fc inter.ge

0 არ მომწონს



  • ავტორი: interista
  • ნახვები: 320 / 2
  • 12-01-2017, 22:15
იკრძალება
1. კომენტარებში 2 სმაილზე მეტის გამოყენება.
2. სხვა თემაზე კომენტარების წერა.
3. ცენზურის დარღვევა, პროვოკაცია, კლუბის ან ფეხბურთელების შეურაწყოფა.
gio interi 13 იანვარი 2017 04:33
rasac targmni imitac madloblebivart shen rom ara arvici rogor iqneboda aq situacia jigarixar admin.
interista 12 იანვარი 2017 22:16
საკმაოდ ბევრი იბაზრა, მაგრამ დრო არ მაქვს ბიჭებო და მნიშვნელოვანი ვთარგმნე. ხო რაც შეეხება ვერატისთან თამაშოს რობერტო შენ გაამართლე და რამოდენიმე თვეში იქნება ეგ ამბავიც 19
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "ინტერელი"
ედერი
2 გოლი, 1 საგოლე
გამოკითხვა

რას ელოდებით სპალეტისგან?

სკუდეტო
ოთხეული
ევროპა ლიგა
სერია "ბ"
რეკლამა
Image
მინი ჩათი
interista2008
interista2008
დღეს 22:02:24

კომენტარს რატო ვერ ვაკეთEბ
interista2008
interista2008
დღეს 00:26:27

Vaxo Imedadze,
mand ro shedixar zepirad ar ici tu ratemaa?
Vaxo Imedadze
Vaxo Imedadze
გუშინ 21:59:09

კლუბის შემადგენლობ
აა აქ შესაცვლელი, რაღა დროს ლიაიჩი და ბიაბიანია?
ირაკლი ზასეშვილი

ვაზგი არის საიტის ადმინისტრატ
ორი
interista2008
interista2008
9 აგვისტო 2017

ირაკლი ზასეშვილი,
vazg vinaa?
ირაკლი ზასეშვილი

არ ვიცი ჯიგარო აბა სცადე და ვაზგს მიწერე და ჰკითხე, ის არის მთავარი და ეცოდინება უეჭველი
interista2008
interista2008
9 აგვისტო 2017

ირაკლი ზასეიშვილი amaas winat informacia davamate da siaxleebis striqonshi ar chans saertod da aravisa r unaxavs da ufleba ar maq tu rato xdeba egre?/
interista2008
interista2008
8 აგვისტო 2017

dalbertma samedicino shemowmeba uukve gaiara da daweret da fotoc miayolet
interista2008
interista2008
7 აგვისტო 2017

http://www.flashscore.com/match/h
2ySR98r/#match-summary
interista2008
interista2008
6 აგვისტო 2017

https://www.youtube.com/watch?v=m
d6mkfnNC90
kai xarisxia ukuret interi villareali

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 6
მომხმარებლები: 0
სტუმარი: 6