პიოლი: იანვარში მსურს ნაკლები ფეხბურთელი მითუმეტეს შემტევ ხაზში

image
სტეფანო პიოლის ინტერვიუ La Gazzetta dello Sport-ს:

რას ელოდებით იანვარში?

- მყავდეს ნაკლები ფეხბურთელი მითუმეტეს შემტევ ხაზში. ეს ყველაფერი გუნდს უფრო შეკრავს და ურთიერთობაც იქნება უფრო მარტივი. ევრო ტურნირის გარეშე უკეთესიც არის, ჩვენ მთლიანად გადავერთვებით სერია-ა-ზე და ამისთვის საკმარისია 23-24 ფეხბურთელი. იანვარში არ იქნება რადიკალური ცვლილებები, რადგან გვაქვს შეზღუდვები უეფასგან. ივნისში ყველაფერი სხვაგვარად იქნება გაკეთდება დიდი ტრანსფერები და დავკონფლექტდებით მაღალი დონის ტოპ კლასის ფეხბურთელებით. "ნერაძურის" გულშემატკივარი შეგიძლიათ ამაში დარწმუნებული იყოთ. "სუნინგს" აქვს დიდი ამბიცია, რომ "ინტერში" თამაშობდნენ მსოფლიო დონის ფეხბურთელები. ეს არის რეალური და მე იმას ვამბობ, რაც ჩემს გარშემო ხდება.

ანუ არ იქნება ტრანსფერები ზამთარში?

- იქნება, მაგრამ მინიმალური, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ უეფას შეზღუდვებს.

ვინ არის გუნდის ლიდერი, რომელიც აჩვენებს თავის პიროვნებას მოედანზე?

- ლიდერი უნდა გახდე თამაშში. არსებობს ბევრი პიროვნულად ამ თვისების მქონე ფეხბურთელი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს თამაშზე. მაგალითად ჰანდანოვიჩი, მოიხედავად მისი პოზიციისა ის მთლიანად ჩართულია მატჩში, მაურო იკარდი, მირანდა..

მაგრამ იკარდის კვლავ ენატრება გოლი..

- თქვენ მსჯელობთ მხოლოდ გოლით. მე ასე არ ვფიქრობ. მაურო არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი მოედანზე, ის იმაზე მეტს აკეთებს ვიდრე ევალება. თამაშობს გუნდისთვის და არა საკუთარი თავისთვის. ეხმარება თანაგუნდელებს, ის იპყრობს მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის ყურადღებას და ამით მეტი სივრცე ეძლევა მის პარტნიორებს შეტევაში. აკეთებს ბევრ შავ სამუშაოს ჩამოდის ცენტრში ეხმარება ნახევარმცველებს. იგივე გოლი წინა მატჩში, რომელიც კანდრევამ გაიტანა მან შეიტანა დიდი წვლილი, ჟოაო მარიოსთან ერთად. მოკლედ მაურო აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს გუნდისთვის. რა თქმა უნდა თავდამსხმელი ბედნიერია, როდესაც იტანს, მაგრამ ჩვენი მიზანია გუნდური წარმატება და ეს ყველას ესმის მითუმეტეს მაუროს.

რა გადაწყვიტეთ იოვეტიჩთან დაკავშირებით?

- არაფერი. მე ყოველტვის მოვუწოდებ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ყველანაირად მზად არიან თამაშისთვის.

რომელი თამაშები არ მოგეწონათ?

- "ჰაპოელი" და "ნაპოლი". ისრაელში რაც მოხდა ეს აღარასდროს არ უნდა განმოეროდეს. ეს იყო სასარგებლო გაკვეთილი, იმისთვის, რომ უნდა ვისწავლოთ ორივე ტაიმის ერთ დონეზე თამაში. "ნაპოლისთან" მატჩით ვიყავი ძალიან გაბრაზებული, რადგან გუნდი მიუდგა არასწორად და ეს იყო ამის შედეგი.

შესაძლებელია მესამე ადგილი?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ "ინტერი". ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რადგან ჩვენ გვაქვს დიდი რესურსი ამისთვის.

რას იტყვით სტივენ იანგზე?

- სტივენი არის ჭკვიანიი ბიჭი, განათლებული და უპირველესყოვლისა აინტერესებს ის რაც ჩვენთან ხდება. ყოველთვის გუნდთან ერთადაა და საუბრობს ფეხბურთელებთან.

რა არის მზიეზი ანტონიოს ასეთი პროგრესის?

- მე მასში ეჭვი არასდროს შემპარვია, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა რომში. ვიცოდი, რომ მას სურდა დაემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები მოედანზე და თუ ის შეინარჩუნებს ამ პროგრესს სტაბილურად, გახდება დიდი მოთამაშე და ამ ყველაფერთან ძალიან ცოტა უკლია.

პინამონტის მომავალი როგორია?

- მე ვფიქრობ, რომ ახალი თაობის იტალიაში ის არის საუკეთესო თავდამსხმელი. ტექნიკური, იშვიათი ზნეობრივი ღირებულებების ახალგაზრდა კაცი. მე მსურს ის იყოს პირველ გუნდში და მჯერა რომ იქნება ჩვენი სეზონის აღმოჩენა, სწორედ ამიტომ მოვითხოვე შემტევი ხაზის შემცირება იანვარში.

მაგალითად გაქვთ 100 მილიონი ზაფხულის ბაზარზე როგორ გამოიყენებდით?

- მე მირჩევნია ვიყიდოთ 3 მოთამაშე 30 მილიონად, ვიდრე ერთში გადავიხადოთ 100 მილიონი.

რას გვეტყით ბროზოვიჩზე?

- მარსელო არის გამორჩეული ბიჭი. მას ყოველთვის სურს ითამაშოს. უბრალოდ შეხედეთ მის მონაცემებს, ინტენსივობას და მოცულობას მოედანზე. ის თამაშობს მთელი გულით და ვნებით.

გაბგოლი მზადაა?

- ის მუშაობს კარგად. უნდა შევიდეს იტალიურ ფეხბურთში უფრო კარგად და დაამტკიცოს, რომ არის ძლიერი კონკურენტებში. ითამაშებს ის ვინც დამარწმუნებს, რომ დამეხმარება გამარჯვებაში.



წყარო: La Gazzetta dello Sport

0 არ მომწონს



  • ავტორი: interista
  • ნახვები: 319 / 2
  • 20-12-2016, 15:32
იკრძალება
1. კომენტარებში 2 სმაილზე მეტის გამოყენება.
2. სხვა თემაზე კომენტარების წერა.
3. ცენზურის დარღვევა, პროვოკაცია, კლუბის ან ფეხბურთელების შეურაწყოფა.
handanovic1 20 დეკემბერი 2016 17:11
პალასიომ მართლა რითი დაარწმუნა ნეტა ;დ გაუშვან სადმე აღარაა მაგის დრო 2013-14 წლები რო იყოს კი. მელო, ანსალდი,ნაგატომო და რანოკიაც მიაყოლონ. ბარბოსას ლაციოსთან შემოიყვანს იმედია
interista 20 დეკემბერი 2016 15:37
იმაში ვეთანხმები, რომ შემტევ ხაზში ძაან აუზრო რაოდენობა ამის გამო ვერ ვიყენებთ მაქსიმალუურად ბევრ ფეხბურთელს. იმედია პალასიოს დ აბიაბიანის არ დატოვებენ და სხვებს გაუშვებენ არც გამიკვირდება ეგ თუ ქნეს. ეჰ იოვეტიჩი 100% ტრანსფერზეა. სავარაუდოდ იო და ბიაბიანი გაიყიდება იმედია პალასიოსაც გააყოლებენ და გაბიგოლს ხელიარ დაედოს იჯარით უფრო გაფუჭდება.. პინამონტიზე რაც თქვა მომეწნა იმედია მიეცემა შანსი. ნეტა პალასიომ რითი დაგარწმუნა სასტარტოში რო დააყენე. იანვარში არ იქნება დიდი ტრანსფერები უფრო სწორედ ვერ არაუშავს მთავარია ზაფხულში წავა ხმაურიანი ტოპ ტრანსფერები მე უკვე ზაფხულს ველდოები ამ სეზონის ბოლო იმედი ჩემთვის სამეული და გაბრიელის და პიინამონტის აღმოჩენა იმედია ორივეს მისცემს შანსს
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "ინტერელი"
ედერი
2 გოლი, 1 საგოლე
გამოკითხვა

რას ელოდებით სპალეტისგან?

სკუდეტო
ოთხეული
ევროპა ლიგა
სერია "ბ"
რეკლამა
Image
მინი ჩათი
ირაკლი ზასეშვილი

https://www.youtube.com/watch?fea
ture=youtu.be&v=cXtFu0tvB-I&a
mp;app=desktop ინტერის თამაში შლაკესთან
Интернационале
Интернационале
18 ივლისი 2017

Hi all
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

berardi kak minimum unda moikvanon dagvchrdeba
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

ირაკლი ზასეშვილი,
dimaria an mova da an arada spaletim tqva perisichi mchirdebao
da ise ver gaushveben darwmunbuli ro ar ikvnen ro moikkvanen vinmes
ირაკლი ზასეშვილი

ინტერისტა2008. ჯერ არ არის ეგ გადაწყვეტილ
ი. სავარაუდოდ წავა რადგანაც მანჩესტერი აკმაყოფილებ
ს ინტერის მოთხოვნას ფეხბურთელზე
. ხოლი ინტერს კი დი მარიის მოყვანა უნდა.
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

ar midis ivani rhceba
ირაკლი ზასეშვილი

კარგი ჯერ ჯერობით არაფერი. ივანა მიდისო. რაჯას არ უშვებენო. იუტო და ბაყარი კლუბს იცვლიანო სავარაუდოდო
interista2008
interista2008
6 ივლისი 2017

რუდიგერი ვერ იყიდეს ვიდალმა უარი უთხრა კონტი აგვახიეს რიკარდო როდრიგესიც და ვხვდებიტ რო ფეხბურთლებს
ვერ ყიდულობენ და ორი აგურრი მაინც იყიდონ დასჭირდებათ
interista2008
interista2008
6 ივლისი 2017

zdarovatt rame siaxleebi arariss?
internazionale
internazionale
30 ივნისი 2017

ამოგებულია ტაზო გავსწორდიტ უეფასტან ))))

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 16
მომხმარებლები: 2
სტუმარი: 14
fanatik ირაკლი ზასეშვილი