პიოლი: ნიჭი საკმარისი არაა, გუნდმა უნდა ითამაშოს გულით და ვნებით.

image
დღეს სტეფანო პიოლი ოფიცალურად წარადგინეს, იტალიელმა პრესკონფერენციაზე ახალ გუნდზე და ფეხბურთელებზე ისაუბრა:

მართალია, რომ "ინტერის" ფანი იყავით ოჯახთან ერთად?

- დიახ ეს სიმართლეა და ჩემთვის დიდი სიხარულია აქ ყოფნა. ბედნიერი ვარ და ვიცი, რომ თან მაქვს დიდი ვალდებულებები, მაგრამ ძალიან მოტივირებული ვარ და მაქსიმალურად დავიხარჯები წარმატებისთვის.

კანდრევა არ არის ის რაც "ლაციოში" იყო, რა მოხდა?

- მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იყო დიდი ფეხბურთელი და დიდი პროფესიონალი. ის მოვიდა სხვა გარემოში და დარწმუნებული ვარ მაქსიმალურად დაიხარჯება. ის აკეთებს ყველაფერს კარგად, მაგრამ შეუძლია კიდევ უფრო მეტის გაკეთება. მე მას მივცემ ბევრ სტიმულს და მჯერა, რომ გახდება კიდევ უფრო უკეთესი. ის არის დიდი ფეხბურთელი, მაგრამ შეუძლია უფრო მეტი.

რა არის თქვენი იდეები გუნდის გნასავითარებლად?

- ჩვენ უნდა ვიფიქროდ, როგორც გუნდმა და შეგვიძლია წარმატების მიღწევა, თუ ყველა დაიხარჯება მაქსიმალურად და მზად იქნება დასახმარებლად. დარწმნებული ვარ, რომ ამ გუნდს აქვს დიდი ღირებულებები. ნიჭი საკმარისი არაა, გუნდმა უნდა ითამაშოს გულით და ვნებით. გულშემატკივარმა უნდა დაინახოს, რომ თითოეულ მატჩში ვდებთ დიდ ენერგიას. გუნდურად მუშაობა უნდა იყოს თითოეული ფეხბურთელის მიზანი.


ძალიან ბევრია 29 მოთამაშე?

- მე ვფიქრობ, რომ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თვე. დერბიმდე არის ეროვნული ვალდებულებები, არავინ იცის ვინ როგორ ფიზიკურ ფორმაში დაბრუნდება. 28 დეკემბრად გვაქვს 8 თამაში მე მჭირდება თითოეული მათგანი. თითოეულ მოთამაშეს ექნება თავის გამოჩენის საშუალება.

რა არის საჭირო?

- გამარჯვების მენტალიტეტის ჩამოყალიბება. ამისთვის გუნდმა უნდა ითამაშოს მიზანმიმართული ფეხბურთი, რომელიც მოგვცემს უპირატესობებს მოწინააღმდეგესთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვითამაშოთ დიდი ვნებით და გამარჯვების სურვილით, თუ ამას მივაღწევთ უკვე გვექნება ყველანაირი ტექნიკური საშუალება, რომ გავხდეთ ძლიერი გუნდი.

მიზანი?

- ჩემპიონთა ლიგის ზონა. გასულ წელს ზუსტად ამ დროს "ინტერი" იყო პირველ ადგილზე "იუვენტუსი" კი ჩამორჩებოდა 9 ქულით, მერე ყველამ ვიცით რაც მოხდა. მე არ ვარ აქ ილუზიების შესაქმნელად, მე არ ვიცი რას მივიღებთ სეზონის ბოლოს, მაგრამ ვიცი, რომ გვაქვს ყველანაირი პირობა და შესაძლებლობა, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს, ვიცი, რომ არ იქნება იოლი, მაგრამ ფეხბურთში იოლად ვერაფეს მიაღწევ ამისთვის დიდი შრომაა საჭირო თითოეული მათგანისგან.

რას იტყვით "დერბიზე"?

- ჩვენ ველით დიდ მატჩს. "ინტერს" საშუალება ექნება აჩვენოს გარკვეული სიგნალები და დაიბრუნოს ნდობა. გვეყოლება რთული მოწინაარმდეგე, რომელიც კარგ ფორმაშია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას.

4 მცველი თუ 3?

- მე არ ვფიქრობ, რომ მექნება მხოლოდ ერთი სქემა. ეს დამოკიდებული იქნება მოწინააღმდეგეზე. პირველ რიგში მე არ ვაპირებ ბევრი რამის შეცვლას ტაქტიკურად. ამ ეტაპზე ფოკუსირებული ვარ 4 მცველიან ტაქტიკაზე. მე მაქვს ნათელი იდეები და უკვე ვიცი, როგორ უნდა ვათამაშო ჩემი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ყველა მოთამაშე არ გამიცნია.

როგორია ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა?

- მე და ჩემი თანამშრომლები ამ საკითხს ვუდგებით ძალიან ფრთხილად. ჩვენ გვაქვს ჩვენი მასალა, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ. უპირატესობას ვანიჭებ აგრესიულ და ინტენსიურ ფეხბურთს, ჩვენი პროგრამაც ყოველდღიურ ვარჯიშზე ასეთი იქნებ.

კომპანიასთან როგორ ხართ?

- მათგან მაქვს დიდი ხმარდაჭერა და ყველამ ვიცით, რომ ეს არ იქნება იოლი სამუშაო და ისიც ვიცი, რომ ჩემი მომავალი დამოკდიებულია ჩემს მუშაობაზე.

რას იტყვით იკარდიზე?

- მოხარული ვარ, რომ გავხდი მწვრთნელი მოთამაშის, რომელიც არის ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელი, რომელიც იტანს უწყვეტად და იმედი მაქვს გააგრძელებს ასე. ჩვენ გვჭირდება ვიყოთ უფრო აგრესიულები მოწინააღმდეგის ნახევარზე, რადგან რესურსი გვაქვს დიდი იმისთვის, რომ უფრო მეტი გავიტანოთ.

გაბრიელს ექნება სივრცე?

- ყველა მოთამაშეს, რომელიც დაგვეხმარება გამარჯვებაში ექნება სივრცე. გაბრიელი ძალიან ნიჭიერია და მუშაობს კარგად, ახლა მე უნდა გავერკვე, რომელი მათგანი მაძლევს უფრო მეტ გარანტიებს და საიმედოობას, რომ განვათავსო ძირითადში კვირას.

ვინ არს პიოლი?

- პიოლი არის მწვრთნელი, როემლსაც უყვარს ბევრი მუშაობა. თითოეულ ფეხბურთლს აძლევს საშუალებას, რათა აჩვენონ მათი საუკეთესო.

სამუელი ბრუნდება?

- დიახ ასეა და ეს არის ჩემი პირადი მოთხოვნა. ვალტერი არის დიდი მცველი, რომელსაც ყველა იცნობს, როგორც დიდ პროფესიონალს. ის არის სერიოზული, თავმდაბალი და დიდი პიროვნება. სწორედ ასეთი პროფესიონალი იქნება ჯგუფისთვის სასარგებლო. მან იცის "ინტერის" ღირებულებები ის იქნება მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემთვის ჯგუფის სამართავად. მე ვესაუბრე მას გუშინ და მოხარულია ჩვენთან დაბრუნებით აქვს დიდი სურვილი, რომ დაგვეხმაროს მიზნების მიღწევაში.

რას იტყვით ბანეგაზე?

- ესაა უნივერსალი ნახევარმცველი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ პოზიციაზეა შესაძლებელი. ისაა ჭკვიანი მოთამაშე და ის იქნება სასარგებლო გუნდისთვის.



წყარო: fcinter.ge

0 არ მომწონს



  • ავტორი: interista
  • ნახვები: 434 / 2
  • 10-11-2016, 18:46
იკრძალება
1. კომენტარებში 2 სმაილზე მეტის გამოყენება.
2. სხვა თემაზე კომენტარების წერა.
3. ცენზურის დარღვევა, პროვოკაცია, კლუბის ან ფეხბურთელების შეურაწყოფა.
Diego22 10 ნოემბერი 2016 19:30
მიდი რა შენ მაინც ქენი რამე. ლაპარაკი ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მართლა კარგად ისაუბრა და იმედია საქმეშიც გაამართლებს
interista 10 ნოემბერი 2016 18:49
ძაან საკაიფოდ იბაზრა, ამის ბიჭი, რომ ინტერისტა არის ვიცოდი ამაზე და სხვა ოჯახის წევრებზე ნამდვილად არა. ძალიან კარგი თუუ შავლურჯა ხარ ძმაო უფრო გულით მოინდომებ, რავიცი საკაიფოდ იბაზრა დ აუფრო გააზრებულად. არა მარსეინოს უკეთესი შედეგები აქვს ნუ უფრო უკეთესი, თუმცა პიოლი კარგი ვარიანტია იმ მხრივ, რომ ბოლოსდაბოლოს ლაციო გაიყვანა ლიგაზე და თან იცნობს სერია-ას გუნდებს სანამ მარსელინო გაიცნობდა მანამდე ბევრს წავაგებდით ამ კაცის დადებითი მხარე ისაა, რომ კარგი ფსიქოლოგია მოთამაშეებთან და მოტივატორიცაა იმედია უშველის ჩვენებსაც. სამუელზე საკაიფოდ იბაზრა და პირველი ჭკვიანური სვლაა პიოლისგან იმედია ბარეზისაც დააბრუნებენ
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "ინტერელი"
ედერი
2 გოლი, 1 საგოლე
გამოკითხვა

რას ელოდებით სპალეტისგან?

სკუდეტო
ოთხეული
ევროპა ლიგა
სერია "ბ"
რეკლამა
Image
მინი ჩათი
fanatik
fanatik
დღეს 16:08:38

2-0 იზახეთ კიდე გაუშვით ედერი პეროს რა პასი და რა კარგი მეორე ბურთიი თხარა
fanatik
fanatik
დღეს 15:56:53

თამაშს არ უყრებთ? ბავარიას უდუდუნებთ :) http://intermilano.ru/news/31636-
tovarischeskiy-match-bavariya-int
er.html აგერ ლინკი
fanatik
fanatik
გუშინ 21:43:23

ეს რა კიალენდარი დაგვიჯდა ხტფუი რა პირველი თამაში ფიორენტინას
ვღებულობთ და მერე რომაში გავდივართ ეგრევე ძნელი თამაშები რა!! პირდაპირი მიდის ეხლა კენჭისყრა 20
interista2008
interista2008
25 ივლისი 2017

chekerini magari kacia videoebs vukure imena taantia
interista2008
interista2008
24 ივლისი 2017

sagol jovetic
davlasha
davlasha
24 ივლისი 2017

bratci qartulad visac gindat yureba ager setantaze gadis qartuald http://setantageorgia.ge/
ირაკლი ზასეშვილი

https://www.youtube.com/watch?fea
ture=youtu.be&v=cXtFu0tvB-I&a
mp;app=desktop ინტერის თამაში შლაკესთან
Интернационале
Интернационале
18 ივლისი 2017

Hi all
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

berardi kak minimum unda moikvanon dagvchrdeba
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

ირაკლი ზასეშვილი,
dimaria an mova da an arada spaletim tqva perisichi mchirdebao
da ise ver gaushveben darwmunbuli ro ar ikvnen ro moikkvanen vinmes

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 13
მომხმარებლები: 1
სტუმარი: 12
maxo1908