დე ბური: ხვალ პოზიტიური სიგნალი უნდა ვანახოთ

image
ფრანკ დე ბურის წინასამატჩო პრესკონფერენცია, ჰოლანდიელმა, ხვალინდელ მატჩსა და ახალწვეულებზე ისაუბრა:

შეიძინეთ ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე, კმაყოფილი ხართ?

- ჩვენ ყოველთვის ვინტერესდებით მნიშვნელოვანი მოთამაშეებით, მაგრამ ამ ეტაპზე მე არაფერი მაქვს სათქმელი. დიდი ფეხბურთელებს, ყოველთვის მივესალმებით.


რა ისწავლეთ ლიგის პირველი თამაშით?


- ჩვენ არ გვითამაშია ჩვენი საუკეთესო, რადგან ყველა მზად არ იყო. პირველი ტაიმი იყო კარგი, მაგრამ მეორე ნახევარში ფიზიკური სისუსტე შეგვეტყო. ამ კვირაში ჩვენ მოვემზადეთ საუკეთესოდ, და იმედი მაქვს ხვალ ვიხილავთ დიდ გადადგმულ ნაბიჯს წინა მატჩტთან შედარებით.


რა იდეები გაგიჩნდათ ამ გუნდის თამაშის ნახვის შემდეგ?


- ამას დრო სჭირდება, მე მოვედი ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ამიტომ არ იყო ძალიან ადვილი დასაწყისი. მე უნდა პატივი ვცე "ინტერის" და საერთოდ იტალიური ფეხბურთის კულტურას. მე ახლა უკვე მაქვს ჩემი ნათელი იდეები, რომელიც შეესაბამება ამ ჯგუფს. დიდი იმედი მაქვს, რომ კვირიდან კვირამდე გავაუმჯობესებთ ჩვენს თამაშს.


შეუძლია ამ გუნდს იბრძოლოს სკუდეტოსთვის, ახალმა მოთამაშეებმა არ მოგიტანათ ენთუზიაზმი?

- პირველ რიგში მნიშვნელოვანია დავინახოთ საუკუთარი თამაშის გაუმჯობესება ყოველ კვირას. მოთამაშეებმა უნდა აჩვენონ სიამაყე, რომ თამაშობენ ამ გუნდში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ჩვენ ვნახავთ კარგ თამაშს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ 100% სრულ ფორმაში, მაგრამ მთავარი შედეგია და ეს შედეგი უნდა ვანახოთ. "ინტერის" მიზანი ისტორიულად არის ჩემპიონობა და მე დარწმუნებული ვარ უკვე ამ წელს ჩვენ ვანახებთ კარგ შედეგს. ეს ნათელია, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში, ამას ჩემი ფილოსოფია მოითხოვს, რომ გუნდი ფიზიკურად იყოს კარგ მდგომარეობაში.


ბანეგა იქნება მაესტრო, რა როლები დაეკისრებათ მარიოს და გაბიგოლს?

- ბანეგას ნამდვილად შეუძლია იყოს გუნდის მაესტრო. მარიოს შეუძლია ნახევარდაცვაში რამოდენიმე პოზიციის მორგება, გაბრიელს რაც შეეხება მას შეუძლია თავდასხმის სამივე პოზიციაზე თამაში. ეს მოთამაშეები მოგვცემენ მეტ შესაძლებლობებს. ახლა ჩვენ მხოლოდ უნდა ვიფიქროთ "პალერმოზე" და არა ახალ წვეულებზე.


მესიჯი გულშემატკივარს?

- ხვალ იქნება მნიშვნელოვანი მატჩი, ჩვენ უნდა ვანახოთ პოზიტიური სიგნალი. მე მინდა, რომ ფეხბურთელებმა იამაყონ ამ მაისურით და დაიხარჯონ 100%-ით. გულშმემატკივარს ვთხოვთ, რომ დარჩნენ ჩვენთან ერთად, მაშინაც კი თუ ხედავენ, რომ ვცდებით. მათი მხარდაჭერა და ძალა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


კრიტიკა შეიძლება იყოს ტვირთი?

- არა პირიქით ჩემთვის ეს დიდი სტიმულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატების მიღწევა და მჯერა "ინტერის" პროექტის, სწორედ ამიტომ დავტოვე ჰოლანდია. ყველა კრიტიკა ჩემში გამოიწვევს დიდ სტიმულს.


ბაზარი დასრულდა თუ იქნება კიდევ ვინმე, მაგალითად მცველი?


- ჩვენ დავინახავთ რა მოხდება, მე არ ვიცი. მე არ მსურს ამ თემაზე საუბარი.


ევროპის ლიგის ჯგუფზე რას იტყვით?


- კარგი ჯგუფია. "საუთჰემპტონი" არის გუნდი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაუმჯობესდა. "სპარტა პრაღა" ეს გუნდი რეგულარულად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე და აქვს დიდი გამოციდლება. "ბეერ- შევა" ჩვენ ამ გუნდს პატივი უნდა ვცეთ.


ნაგატომო არ იქნება ხვალ?

- ტრავმა არ არის ძლიერი, მაგრამ ხვალ არ იქნება.


ესაუბრეთ იანგს და ტოჰირს?


- იყო დიდი შეხვედრა იანგთან, მან გამოგვიცხადა დიდი მხარდაჭერა, ასევე ტოჰირმა. ჩვენთვის ეს დიდი სტიმულია.


მედელი როგორც მცველი?


- ეროვნულ ნაკრებში ის თამაშობს ცენტრალურ მცველის პოზიციაზე. მე მას ვესაუბრე და მითხრა, რომ ითამაშებს ორივე პოზიციაზე ნახევარდაცვაშიც და დაცვაშიც.



წყარო: inter.ge

1 არ მომწონს



  • ავტორი: interista
  • ნახვები: 404 / 3
  • 27-08-2016, 18:25
იკრძალება
1. კომენტარებში 2 სმაილზე მეტის გამოყენება.
2. სხვა თემაზე კომენტარების წერა.
3. ცენზურის დარღვევა, პროვოკაცია, კლუბის ან ფეხბურთელების შეურაწყოფა.
interista 28 აგვისტო 2016 16:10
forzzainter1908,
eg mwvrtnelis rbali araa oti ki ara erti sezoni unda msice wesi mwvrtnels, eg ukve xelmdzgvanelobis brala rom mmwvrtneli sezonis dawyebamde 10 dgit adre moiyvana
forzzainter1908 28 აგვისტო 2016 10:21
pozitiuri kiara wels meore adgili damanaxe tyuilad aravis moutrevixar gundshi ro idzaxis otxi tveo otx tveshi sheileba ligaze gasvlis shansic dakargos sanam es gunds aawyobs imedia gaamartlebs
interista 27 აგვისტო 2016 18:26
ხვალ ნაგატომო არ იქნება ეს უკვე პოზიტიური სიგნალია 19
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "ინტერელი"
ედერი
2 გოლი, 1 საგოლე
გამოკითხვა

რას ელოდებით სპალეტისგან?

სკუდეტო
ოთხეული
ევროპა ლიგა
სერია "ბ"
რეკლამა
Image
მინი ჩათი
fanatik
fanatik
დღეს 21:43:23

ეს რა კიალენდარი დაგვიჯდა ხტფუი რა პირველი თამაში ფიორენტინას
ვღებულობთ და მერე რომაში გავდივართ ეგრევე ძნელი თამაშები რა!! პირდაპირი მიდის ეხლა კენჭისყრა 20
interista2008
interista2008
გუშინ 21:39:44

chekerini magari kacia videoebs vukure imena taantia
interista2008
interista2008
24 ივლისი 2017

sagol jovetic
davlasha
davlasha
24 ივლისი 2017

bratci qartulad visac gindat yureba ager setantaze gadis qartuald http://setantageorgia.ge/
ირაკლი ზასეშვილი

https://www.youtube.com/watch?fea
ture=youtu.be&v=cXtFu0tvB-I&a
mp;app=desktop ინტერის თამაში შლაკესთან
Интернационале
Интернационале
18 ივლისი 2017

Hi all
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

berardi kak minimum unda moikvanon dagvchrdeba
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

ირაკლი ზასეშვილი,
dimaria an mova da an arada spaletim tqva perisichi mchirdebao
da ise ver gaushveben darwmunbuli ro ar ikvnen ro moikkvanen vinmes
ირაკლი ზასეშვილი

ინტერისტა2008. ჯერ არ არის ეგ გადაწყვეტილ
ი. სავარაუდოდ წავა რადგანაც მანჩესტერი აკმაყოფილებ
ს ინტერის მოთხოვნას ფეხბურთელზე
. ხოლი ინტერს კი დი მარიის მოყვანა უნდა.
interista2008
interista2008
13 ივლისი 2017

ar midis ivani rhceba

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 15
მომხმარებლები: 0
სტუმარი: 15