"ინტერის" ფინანსური პრობლემების განხილვა

image
მაშესადამე Financial Fair Play - ი უკვე ძალიან აქტიურად ფიგურირებს ფეხბურთის გარშემო დებატებში. ხალხი ორად იყოფა, ზოგი ამბობს რომ ეს შეზღუდვები კარგია, ზოგი კი პირიქით. ძირითადად მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბევრმა წესები ცუდად იცის. როდესაც საუბარი მიდის ფინანსურ კომპანიებზე, რომლებიც ძირითადად ეხლა ფეხბურთში არის, ზოგი ვერ ხვდება, რომ არის ბევრი წესი და შეზღუდვა, რომელიც არეგულირებს ფინანსურ ფუნქციებს.

"ინტერის" ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც არც თუ ისე დიდ ყურადღებას აქცევდა კლუბი, ყოველთვის ფინანსები იყო. ჩვენმა უსაყვარლესმა მასიმო მორატიმ გუნდს თავისი გული და სული მისცა. მორატი "ინტერზე" ძალიან ბევრს ხარჯავდა. მისი ფინანსური თანადგომა კლუბისთვის აუცილებელი იყო. მაგალითისთვის ავიღოთ კოლოსალური ხარჯები რონალდოს, ვიერის, კრესპოს და ვერონის შეძენაზე. ეს საბოლოოდ ლეგენდალური სეზონით დასრულდა, რომელშიც კლუბმა ყველაფერი მოიგო.

"ინტერი" მორატის ხელმძღვანელობის დროს მოგებას ფაქტიურად ვერ ნახულობდა.
მოდით გადავხედოთ სეზონებს სადაც გუნდი მაღალ შედეგებს აჩვენებდა.

2008 წელი
საერთო ბრუნვა : 172.9 მილიონი ევრო
ხარჯები : -285.3 მილიონი ევრო
მოგება / წაგება : -112.4 მილიონი ევრო
ტრეიდერებით ვაჭრობა : - 26.7 მილიონი ევრო
მოგება / წაგება გადასახადების გადახდამდე : - 142.4 მილიონი ევრო. გადახდის შემდეგ -148.3 მილიონი ევრო


2009 წელი
საერთო ბრუნვა : 196,5 მილიონი ევრო
ხარჯები : -307,8 მილიონი ევრო
მოგება / წაგება : -111,3 მილიონი ევრო
ტრეიდერებით ვაჭრობა : - 38,4 მილიონი ევრო
მოგება / წაგება გადასახადების გადახდამდე : - 153,5 მილიონი ევრო. გადახდის შემდეგ -154,4 მილიონი ევრო


ეს ცუდი გგონიათ? ჯერ სად ხართ. 2007 წელს "ინტერმა" დააფიქსირა 148 მილიონი ევროს მონუსი. 2006 წელს კი 208 მილიონი ევრო. საერთო ჯამში 658.7 მილიონი ევრო. ნახევარ მილიარდზე მეტი 4 წელიწადში.

მაშინაც კი როდესაც გუნდის დანაკარგები შეჩერებული იყო, ეს არ იყო გამოწვეული გუნდის მიერ ფულის გამომუშავებით. 2004 ში გუნდმა 31 მილიონი ევროს დანაკარგი დააფიქსირა. აქ ავღვნიშნოთ ის, რომ ამ წელს "ინტერმა" თავისი შვილობილი კომპანია გაყიდა. მაგის გარეშე გუნდის დანაკარგი 180 მილიონი ევრო იყო.

IL Sole 24 Ore - ს ინფორმაციით, მორატის მმართველობის დროს "ინტერის" წაგება 1.5 მილიარდ ევროს გაუტოლდა, საიდანაც 730 მილიონი ევრო პრეზიდენტმა თავისი ჯიბიდან დაფარა. ეს მიუღებელია და არ არის სტაბილურობის გარანტი. კლუბი ფაქტიურად ბანკროტობის ზღვარზე იდგა. ეს გუნდი მასიმოსთვის ყველაზე დიდი სტოლვა იყო და რასაც კი ის აკეთებდა, აკეთებდა უზარმაზარი სიყვარულის გამო. ეს კი იყო მისი დიდი შეცდომა. ის კლუბს ხელმძღვანელობდა არა როგორც ბიზნესს, არამედ როგროც საკუთარ ჰობის.

ერიკ ტოჰირმა კარგად დაიწყო, მოვიდა დიდი დაპირებებით, მაგრამ იგივე შეცდომები დაუშვა ოღონდ პირიქით. მან დაიწყო კლუბის ხელმძღვანელობა როგროც ბიზნესის, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის სპეციფიკა ფაქტიურად საერთოდ არ იცოდა. მან უარი განაცხადა ან არ შეძლო კლუბში სწორად ინვესტიციების ჩადება. ამავე დროს მან საკმაოდ უპატიებელი შეცდომები დაუშვა. თავის პირველ წელიწადში მან შეძლო დროებით გაეზარდა კლუბის ფინანსები. მან ეს გააკეთა კლუბის ბობოლა სპონსორებთან ხელმეორე მოლაპარაკების საფუძველზე. მან სცადა გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება. ტოჰირმა დაიწყო კლუბის კომერციული უფლებების იმ მომენტში გაყიდვა, როცა მათზე ფასები ყველაზე მიზერული იყო.

და აი სუნინგის ჩარევა. ფინანსური ფერ ფლეის და ჩინური მთავრობის შეზღუდვების ფონზე, კომპანიამ შეძლო შესანიშნავი სამსახურის გაწევა კლუბისთვის ძალიან მოკლე დროში. მათ უარი განაცხადეს ხარჯების გაზრდაზე. სუნინგმა აირჩია ნელი, მაგრამ ამავდროულად ეფექტური გზა გუნდის შიგნიდან რეგენერაციის. ეს გუნდის მოგებებიდან კარგად ჩანს.

მოდით გადავხედოთ კლუბის ფინანსებს ბოლო სამი წლის განმავლობაში.

2015 წელი
კომერციული მოგება : 39.3 მილიონი ევრო. სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული მოგება : 77.8 მილიონი ევრო.
ოპერაციული მოგება : 172.7 მილიონი ევრო.
კაპიტალის ზრდა : 25.7 მილიონი ევრო.


რომ დავამატოდ ამას დარჩენილი მოგების ნაწილი, საერთო ჯამში გამოდის 198.6 მილიონი ევრო.
ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით 333.8 მილიონი ევროს ოდენობით კლუბმა 140.5 მილიონი ევროს ზარალი ნახა.


მომდევნო სეზონში შედეგი უკეთესი იყო.

2016 წელი
კომერციული მოგება : 47.6 მილიონი ევრო. სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული მოგება : 79 მილიონი ევრო.
ოპერაციული მოგება : 202.3 მილიონი ევრო.
კაპიტალის ზრდა : 39.1 მილიონი ევრო.


რომ დავამატოდ ამას დარჩენილი მოგების ნაწილი, საერთო ჯამში გამოდის 241.4 მილიონი ევრო.
ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით 295 მილიონი ევროს ოდენობით კლუბმა 59.6 მილიონი ევროს ზარალი ნახა.


და ბოლოს წლევამდელი სეზონი

2017
კომერციული მოგება : 110.4 მილიონი ევრო. სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული მოგება : 83.8 მილიონი ევრო.
ოპერაციული მოგება : 268.6 მილიონი ევრო.
კაპიტალის ზრდა : 49.6 მილიონი ევრო.


რომ დავამატოდ ამას დარჩენილი მოგების ნაწილი, საერთო ჯამში გამოდის 318.2 მილიონი ევრო.
ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით 342.6 მილიონი ევროს ოდენობით კლუბმა 24.6 მილიონი ევროს ზარალი ნახა.


ყველაფერი ხომ ნათელია, რომ რასაც კომპანია აკეთებს მუშაობს. სუნინგმა საგრძნობლად გაზარდა მოგება და საგრძნობლად შეამცირა ხარჯები. ყველაზე იმედის მომცემი 2 ფაქტორი არის ოპერაციული მოგება 70 მილიონი ევროს ოდენობით და კომერციული შემოსავლის გაზრდა 110 მილიონ ევრომდე. "ინტერმა" ასევე განათავსა ნომინალური ღირებულების, 300 მილიონი ევროს ოდენობის ობლიგაციები მაღალი უზრუნველყოფით, რათა გაეზარდა ფინანსური მდგომარეობა.

ისე ჩანს თითქოს ეს ყველაფერი შეშფოთებას იწვევს, ეს კი დამოკიდებულლია არსებული ხარჯების გაზრდაზე. მიზეზი კი არის ჟოაუ მარიუსა და გაბრიელ ბარბოსას შეძენა. სუნინგს უნდოდა გუნდისთვის საჩუქრის გაკეთება და იძულებულებული გახდა დაეჯერებინა ჯურაბჩიანის რჩვას. ფინანსურ დირექტორებს უფროსობასთან შეთანხმების გარეშე არ აქვთ უფლება ვიღაცის გაფორმების. ბევრი იმ დროს არ ეთანხმებოდა ამ ფეხბურთელების გაფორმებას, მაგრამ ვიღაცამ ეს გააკეთა.

ისე ჩანს, თითქოს სუნინგი არ აკეთებს კლუბში ინვესტიციებს, მაგრამ რეალურად ისინი ამას აკეთბენ. ისინი ამას ძალიან ბრთხილად აკეთებენ, კულისებს მიღმა. ბევრ ქომაგს ეს არ მოსწონს და კომპანიას აფერისტად აღიქვამს, რომელსაც მხოლოდ მოგების ნახვა სურს კლუბიდან, მაგრამ რეალურად არის ციფრები, საიდანაც შედეგებიც კარგად ჩანს.

მას შემდეგ რაც ჩვენ განვიხილეთ ჩვენი კლუბის ფინანსები, მოდით ვნახოთ ჩვენი შეთანხმება ფინანსურ ფეირ ფლეისთან. როგორია ჩვენი ვალდებულებები და როგორ ვხვდებით ჩვენ მათ.

2014 წელს, 2 წლის მერე, როდესაც მიიღეს ფინანსური ფეირ ფლეის წესები, კლუბმა ვერ შეასრულა 53 დან 68 მდე სტატიებში აღწერილი მოთხოვნილებები. ყველაზე სერიოზული აქედან იყო სტატიები 58 დან 63 ის ჩათვლის, რომელებიც ითვალისწინებდნენ წლის მინუსების გარეშე დახურვას. ამან აიძულა კლუბს მიეღწია რეგულაციებს CFCB სთან, რომელიც ითხოვდა, კლუბის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას ყველა წესის მიხედვით ახლო მომავალში. ასევე რეალისტური ბიზნეს გეგმა წარდგენას, რომელიც მაქსიმალურად დაიცავდა ფინანსური ფეირ ფლეის წესებს არაუგვიანეს 2018 წლისა.

ეს იყო საკმაოდ გრძელი და რთული პროცედურა, მაგრამ მიზანი მიღწეულ იქნა.

გუნდი სრულყოფილად FFP - ს მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ელოდება უეფას პასუხს. ყველაზე დიდი პრობლემა ეხლა კი ის არის, რომ კლუბს ამ მომენტში, ეხლავე, ჭირდება გაძლიერება. საამისოდ არ არის არანაირი თანხა. გუნდის არ გაძლიერება შეიძლება ნიშნავდეს კონტინენტალური კვალისიფიკაციის დაკარგვას. ეს ის სცენარია, რომელსაც გუნდი ცდილობს მაქსიმალურად თავი აარიდოს.

თუ გუნდა გარისკავს, და გამოიყენებს შიდა კრედიტს მომავალი შემოსავლების იმედად რათა დააფინანსოს ამ თვეში ტრანსფერები, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური გეგმის დარღვევა. რა იქნება მაშინ თუ გუნდი გამოიყენებს 30 მილიონ ევროს? 30 მილიონი ევრო იქნება დასაფიქსირებელი ფინანსურ საბოლოო შედეგში. ვთქვად და ამ შემთხვევაში გუნდი გამოტოვებს კონტინენტალურ ფეხბურთს? გუნდი აღმოჩნდება დიდი ვალების ქვეშ. როგორც სპალეტიმ ჟურნალისტებს განუცხადა :"იმ საუბრის გაგრძელება, რომ ჩვენ უნდა ბევრი ვხარჯოთ ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს, მას მერე რაც კლუბმა ლიმიტები დააწესა, არის საუკეთესო გზა საკუთარი თავისთვის ზიანის მისაღებად."

აი ამ მიზეზების გამო კომპანია სუნინგი არის ძალიან მკაცრად განწყობილი კლუბისთვის ფინანსების გადარიცხვისთვის. კომპანიამ უკვე საკმაოდ ბევრი დახარჯა გადარიცხვებში, რომლებმაც არ გაამართლა. მათ გეგმებში მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ კლუბი არ გამოიყენებს იმ თანხებს, რომელიც კლუბს არ გააჩნია. "ინტერს" იმედი აქვს, რომ ზაფხულში სიტუაციას გამოასწორებს. სიტუაცის გამოსწორება გულისხმობს ფინანსური ფეირ ფლეის წესების შეზღუდვის გაუქმებას და ჩემპიონთა ლუგაზე თამაშს. ამის შემდეგ საბოლოოდ განიკურნება გუნდის ფინანსური მდგომარება და მოეხსნება ყველანაირი ფინანსური შეზღუდვა.

0 არ მომწონს



იკრძალება
1. კომენტარებში 2 სმაილზე მეტის გამოყენება.
2. სხვა თემაზე კომენტარების წერა.
3. ცენზურის დარღვევა, პროვოკაცია, კლუბის ან ფეხბურთელების შეურაწყოფა.
gio interi 21 იანვარი 2018 08:47
კარგი სტატიაა საღოლ ბიჭებო
break 20 იანვარი 2018 19:02
ლიგაზე თუ ვერ გავიდა ინტერი ეგ კატასტროფა იქნება
Интернационале 20 იანვარი 2018 18:52
Xo dzan kargi statis .. sagol sagol
Diego22 20 იანვარი 2018 16:31
ყოჩაღ კარგი სტატიაა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "ინტერელი"
მატიას ვესინო
1 გოლი, 0 საგოლე
გამოკითხვა

რას ელოდებით სპალეტისგან?

სკუდეტო
ოთხეული
ევროპა ლიგა
სერია "ბ"
რეკლამა
Image
მინი ჩათი
Bachukij
Bachukij
დღეს 13:05:06

დალაიქების მერე დაარეფრეშე და გააკეთებ კომენტარს
ირაკლი ზასეშვილი

სად ვერ აკეთებ ინტერისტა კომენტარს ?
interista2008
interista2008
12 აგვისტო 2017

კომენტარს რატო ვერ ვაკეთEბ
interista2008
interista2008
12 აგვისტო 2017

Vaxo Imedadze,
mand ro shedixar zepirad ar ici tu ratemaa?
Vaxo Imedadze
Vaxo Imedadze
11 აგვისტო 2017

კლუბის შემადგენლობ
აა აქ შესაცვლელი, რაღა დროს ლიაიჩი და ბიაბიანია?
ირაკლი ზასეშვილი

ვაზგი არის საიტის ადმინისტრატ
ორი
interista2008
interista2008
9 აგვისტო 2017

ირაკლი ზასეშვილი,
vazg vinaa?
ირაკლი ზასეშვილი

არ ვიცი ჯიგარო აბა სცადე და ვაზგს მიწერე და ჰკითხე, ის არის მთავარი და ეცოდინება უეჭველი
interista2008
interista2008
9 აგვისტო 2017

ირაკლი ზასეიშვილი amaas winat informacia davamate da siaxleebis striqonshi ar chans saertod da aravisa r unaxavs da ufleba ar maq tu rato xdeba egre?/
interista2008
interista2008
8 აგვისტო 2017

dalbertma samedicino shemowmeba uukve gaiara da daweret da fotoc miayolet

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 6
მომხმარებლები: 0
სტუმარი: 6