"ინტერის" განხორციელებული ტრანსფერების შეფასება და განხილვა.

image
მაშ დავიწყოთ.

ყველას გეხსომებათ ალბათ გუნდის ის ამაზრზენი შემადგენლობა, როდესაც კუზმანოვიჩის დონის ფეხბურთულები იყო წარმოჩენილი, როგორც მომავალი ვაკრსვკლავები. იმ გუნდზე და იმ შემადგენლობაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ამ იმედების მთავარი მიზეზი კი რობერტო მანჩინის დაბრუნება იყო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდი საკმაოდ მოძლიერდა იმ შემადგენლობის ფონზე რაც იმ მომენტში გუნდში იყო. მოვიდნენ პერიშიჩი, კონდოგბია, მირანდა და მურილიო. კოლუმბიელმა ბოლოსკენ კი მოულო, მაგრამ უნდა აღინიშნოს ფეხბურთელების მაღალი საერთო დონე. ამ მოთამაშეებში კლუბმა საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა. განსაკუთრებით კი გამოირჩევა კონდოგბიაში გადახდილი 35 მილიონი ევრო. ეს ფეხბურთელი იმ დროს სახელდებოდა ევროპაში უნიჭიერეს მოთამაშედ.

საერთო ჯამში გუნდმა ის სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო. პერიშიჩი ფლანგებზე დაფრინავდა, მირანდა და მურილიო დაცვაში საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდნენ, კონდოგბია კი მედელთან ერთად საყრდენ პოზიციას აბეტონებდა. საბოლოოდ კი ახალი წლისთვის "ინტერი" სერია ა - ს ლიდერობდა და გუნდს პრობლემები ფაქტიურად არ ქონდა. ახალი წლის მერე კი ჩვენ თვითონ დავიწყეთ პრობლემების შექმნა. ერთ ერთი მათგანი იყო გუარინის გაყიდვა. მისი გაყიდვით დაიწყო გუნდის ნახევარდაცვის ტოტალური დაშლა. თუ იმ სეზონში გუნდის მთავარი პრობლემა იყო შეტევის მარჯვენა ფლანგი, გუარინის გაყიდვით გუნდს პრობლემები უკვე მოედნის ცენტრშიც დაეწყო. ფრედი იმ გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. ის საკმაოდ ბევრს მუშაობდა დაცვაში და შეტევაშიც საკმაოდ პროდუქტიულად ერთვებოდა. მისი შეცვლა შეუძლებელი იყო. მე კარგად მახსოვს ის მატჩი საიდანაც დაიწყო "ინტერის" დაცემა. თამაში ახალ წლამდე "ლაციოს" წინააღმდეგ. ფრედი სკამზე დარჩა და გუნდმა წააგო. მის გარეშე გუნდის სტაბილურობა ორმაგად დაეცა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გუარინი უნივერსალი იყო. ის ბევრს მუშაობდა როგროც შეტევაში ასევე დაცვაში. მას შეეძლო მოწინააღმდეგის მოტყუება, შეეძელო შესანიშნავი შორეული პასის გაკეთება და შეეძლო ნებისმიერი დისტანციიდან გოლის გატანა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მას შეეძლო კარგად ბურთის ართმევა და ორთაბრძოლების მოგება. მისი წასვლის შემდეგ, გუნდმა სახე დაკარგა და დიდი ხნის განმავლობაში არ გამოსდიოდა მისი პოვნა. ჩვენ ეხლაც კი ვგრძნობთ იმ ტრანსფერის ნეგატიურ შედეგებს. ასევე შეგახსენებთ, რომ ფრედი იყო ნამდვილი ინტერისტა და გუნდის ფერებისთვის ბოლომდე იბრძოდა. იმ დროინდელ ნახევარმცველებს შორის მისი თანასწორი არავინ იყო. სხვათა შორის არც ეხლა.

მას მერე რაც გუნდმა მანჩინის ხელმძღვანელობის ქვეშ მეოთხე ადგილი დაიკავა, კოლექტივში წარმოიქმნა ტრეკვარტისტას და მარჯვენა შემტევი ვინგერის პრობლემა. საქმე იმაშია, რომ პერიშიჩის მოსვლამდე ეს პრობლემა არ იყო. რატომ? იმიტომ, რომ არავინ ფიქრობდა , რომ ვინგერს შეეძლო ბევრი სარგებლოს მოტანა გუნდისთვის. ყველას ახსოვდა სნეიდერის თამაში, რომელიც პასებს მარჯვნივ და მარცხნივ არიგებდა. აქ კი პერიშიჩმა აჩვენა, რომ ვინგერსაც შეეძლო შედეგის დადება. ამის შემხედვარე გუნდმა გადაწყვიტა, რომ 1 ვინგერი კარგია, ხოლო 2 ვინგერი უკეთესი. ამიტომ გუნდმა გადაწყვიტა "ლაციოდან" ანტონიო კანდრევას შეძენა, რომელსაც უყვარდა "ინტერის" დამწუხრება ძლიერი შორეული დარტყმებით. შემდეგ გუნდში ტრეკვარტისტას პოზიციაზე ევერ ბანეგა მოვიდა. ამ მომენტიდან კი ყველაზე საინტერესო ამბები იწყება. საქმე იმაშია, რომ ამ მომენტში გუნდი ჩინურმა კომპანიამ, სუნინგმა იყიდა. კომპანიამ გადაწყვიტა ტრანსფერების განხორციელება. ამაზე კი ცოტა ვრცლად ვისაუბრებ, რადგან აქედან დაიწყო იმ მოვლენების განვითარება, რომელებისგანაც ჩვენ ეხლაც ვიტანჯებით.

ჩინურმა კომპანიამ 2016 წლის ზაფხულის დასაწყისში შეიძინა გუნდის აქციების 70%. აღსანიშნავია ისიც, რომ სუნინგი ძალიან დიდი და მომგებიანი კომპანიაა ჩინეთში. კომპანიას კი გეგმად ქონდა ევროპაში თავისი ბრენდის განვითარება. შესაბამისად ევროპაში ერთ ერთი ტოპ კლუბის მეშვეობით კომპანიის პიარი მათი პირველხარისხოვანი მიზანი იყო. დანარჩენი ყველაფერი კი მეორეხარისხოვანია. მათ მიერ განხორციელებულმა ორმა ლოგიკას მოკლებულმა ტრანსფერმა ყველაფერს ნათელი მოფინა.

რას აკეთებენ ჩინელები. ისინი პატიჟობენ ჯურაბჩიანს, უხდიან მას უზარმაზარ ფულს და ახორციელებენ 2 საეჭვო ტრანსფერს. ჯურაბჩიანის მოწვევა საერთო ჯამში დიდი შეცდომა, რომ იყო ჩინელები მიხვდნენ და ამიტომ მის მაგიერ გუნდში საბატინი მოიწვიეს. რატომ დაუშვეს ჩინელებმა ასეთი შეცდომა? ჩემი აზრით ეს გამოწვეული იყო საფეხბურთო სამყაროს უცოდინრობით და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფით. აქვე საჭიროა აღინიშნოს ამ 2 საეჭვო ტრანსფერის განხორციელების მიზეზიც და მიზანიც. საქმე იმაშია, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი პირველად მოიგო და მისი ძირითადი შემადგენლობიდან ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა საკმაოდ დიდი სარეკლამო სვლა იქნებოდა. ამ ტრანსფერის შემდეგ, ყველა ევროპული გაზეთი წერდა, რომ "ინტერმა" შეიძინა ევროპის ჩემპიონი საკმაოდ დიდ თანხად და ეს ყველაფერი ახალი ჩინელი ბოსების წყალობით მოხდა. შემდეგმა შენაძენმა არ დააყოვნა და "ინტერმა" ახალ ნეიმრად წოდებული გაბრიელ ბარბოსა შეიძინა. მიზეზი კი რეალურად ნიჭიერი ბრაზილიელის, გაბრიელ ჟეზუსის ვერ შეძენა გახდა.. არ მოისურვა ჟეზუსმა "ინტერში" თამაში, მან მოისურვა "მანჩესტერ სიტი". რატომ უნდა დაიწიწკნოს გუნდმა თმები ერთ ადგილზე და შეიძინოს ჟეზუსის აჩრდილი უზარმაზად თანხად? პასუხი იგივეა, რაც ოდნავ ზევით იყო. ესეც ჩინური ბრენდის რეკლამა სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთრებით კი ბრაზილიაში. ""ინტერი" ყიდულობს ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს უზარმაზარ თანხად და ამას გუნდი, ახალი ჩინელი ბოსების დახმარებით აკეთებს." - ასეთი სათაურებით იბეჭდებოდა იმ დროინდელი გაზეთები. სამწუხარია, რომ გაბრიელი ვარსკვლავი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ "ინტერში" მოსვლამდე ბარბოსას და ჟოაუს საკმაოდ პატარა ხელფასები ქონდათ. მაგალითისთვის ჟოაუს "სპორტინგში" წელიწადში მხოლოდ და მხოლოდ 300 000 ევრო ქონდა. რათქმაუნდა ის ისურვებდა "ინტერში" გადასვლას სადაც ხელფასის სახით მილიონებს აიღებდა.

მოდით ეხლა შევხედოთ ამ ტრანსფერებს ლოგიკის კუთხიდან. მარიუს თავის ნაკრებში შედეგიანი გადაცემების ყველაზე დაბალი პროცენტი ქონდა, პლუს მაგას ემატებოდა ისიც, რომ მას არ ქონდა ტოპ ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება. მას არ გააჩნია ტექნიკა და მკაფიოდ გამოკვეთილი ნიჭი, არ გააჩნია ძლიერი ფიზიკური და ტაქტიკური მომზადება. რაში გადავიხადეთ ჩვენ 45 მილიონი ევრო და რაში ვუხდით მას ამხელა ხელფასს ? მარიუ - ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც არ შეუძლია მოწინააღმდეგის მოტყუება, რომელსაც არ შეუძლია ბურთის ართმევა, რომელსაც არ შეუძლია გაქცევა, რომელსაც არ შეუძლია კარგი პასის გაკეთება, რომელსაც არ შეიძლია ზუსტი დარტყმის გაკეთება. საერთო ჯამში მას არაფერი არ შეუძლია. ის უბრალოდ "ბალასტია" მოედანზე. ნაკრებშიც ზუსტად ასე იყო. რას უნდა მოელოდებოდეს ადამიანი მისგან კარგს ? მე არ ვიცი.

ეხლა ორიოდე სიტყვა მინდა გაბინოლიგოლზეც ვთქვა. ქომაგები მას ხან გაბინოლს უწოდებენ და ხან გაბიძირს. ძვირფასო მკითხავებო, საჭიროა იმის გაგებაც, რომ თუ ჩვენ რეალურად ვარსკვლავს შევიძენდით ჟეზუსის სახით, ის აუცილებლად ითამაშებდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში და არავინ არ დასვავდა სკამზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მატჩი არის მწვრთნელისთვის დიდი მოვლენა და კარგი მწვრთნელი ყოველი თამაშისთვის მაქსიმალურად სწორი შემადგენლობის შერჩევას ცდილობს. მწვრთნელი ფეხბურთელებს ყოველ დღე ხედავს. მოედანზე კი იმათ უშვებს ვინც ვარჯიშზე მაღალი ხარისხი უჩვენა. გაბრიელი კი ისეთი ფეხბურთელია ..... სწორად გამიგეთ, "ინტერი" ეს მსოფლიო დონის ამბიციების მქონე კლუბია, ხოლო გაბი კი ჩვეყულებრივი, ეზოს დონის მოთამაშეა, რომელიც უბრალოთ აიყვანეს გუნდში, რათა ეთამაშა ბობოლა ფეხბურთელების გვერდით. ეს არის და ეს. მისი მოედანზე გამოშვება იქნება პირველ რიგში გუნდის შერცხვენა და მეორე რიგში მისი თავის შერცხვენა, ეს კი გამოიწვევს მისი ღირებულების ვარდნას. რათქმაუნდა ეს კარგი სვლა არ არის. მისი მოედანზე გამოშვება იმის ტოლფასია, რომ 10 კაციანმა გუნდმა 11 - ის წინააღმდეგ ითამაშოს. აი ამიტომაც მას არ უწევდა თამაში.

და რა ხდება ეხლა ? "ბენფიკა" ყველანაირად ცდილობს ფეხბურთელის მოშორებას. "ბენფიკა", რომელიც პორტუგალიის ჩემპიონატის გუნდია, სადაც ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები იხსნებიან. უკვე მანდაც მიხვდნენ, რომ ამ ფეხბურთელს არაფერი მომავალი არ აქვს. შეუძლებელია ნეხვისგან შოკოლადის გაკეთება. იყო მოსაზრება, რომ ფეხბურთელი იჯარით გაეშვათ სერია ა - ს რომელიმე აუტსაიდერში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი აუტსაიდერი გუნდის მოთამაშე ბევრად უფრო ძლიერია ბარბოსაზე. გაბრიელი უბრალოდ არავის ჭირდება. შეხედეთ ეხლა მის ხელფასს 4.5 მილიონი ევროს ოდენობით. პირობით "ბენევენტოში" 4.5 მილიონი ევრო არის ფაქტიურად ნახევარი გუნდის ხელფასის ტოლი. "სანტოსი" გეგმავს მის იჯარით წაყვანას, მაგრამ ამხელა ხელფასის გადახდა მისთვის არ უნდათ. უკეთეს ვარინატში მაქსიმუმ ნახევარი გადაიხადონ. ეს კი ნამდვილი ფიასკოა მეგობრებო. ზუსტად ამ 2 მა საეჭვო ტრანსფერმა მოცელა გუნდი ეკონომიკურად, ფინანსური ფეირ ფლეის ზონაში.

აი ნელ ნელა მოვუახლოვდით ჩვენ, ზაფხულში განხორციელებულ ტრანსფერებს. რა გვაქვს ჩვენ ამ მომენტისთვის? პირდაპირ დავიწყოთ ყოველგვარი შესავლის გარეშე. ნახევარდაცვა. გუნდში საკმაოდ სუსტი ნახევარდაცვაა. მე ვთვლი, რომ გუნდის პრობლემა ზუსტად ნახევარდაცვაშია. რატომ? მოდით განვიხილოთ ეს საკითხი. გუარინის დაკარგვის შემდეგ, გუნდის წარმატებაში ნახევარდაცვის როლი ნელ ნელა მცირდებოდა. თუ ჩვენ შარშანდელ ჩემპიონატში ნახევარდაცვაში მედელი და კონდოგბია გვყავდა, რომლებიც კარგად მუშაობდენ მეტოქის შეტევების შეჩერებაში, წელს ისინი არ გვყავს. საერთო ჯამში გუარინის წასვლის შემდეგ გუნდის ნახევარდაცვა ძირითადად მოწინააღმდეგის შეტევების ჩაშლით იყო დაკაცებული ხოლო შეტევაში ფაქტიურად ვერაფერს ვერ აკეთებდა. ბანეგას წასვლა, რომელმაც იმ დროისთვის ღირებული ვერაფერი გააკეთა, ამის ნათელი მაგალითია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანეგა მხოლოდ მაშინ ჩანდა მოედანზე, როცა გუნდი დამაჯერებლად თამაშობდა, მაგრამ როცა გუნდს პრობლემები ექმნებოდა, ევერის თამაშის ყურება საცოდაობა იყო. ის უბრალოდ მოწინააღმდეგეს ეჩეხებოდა ბურთის წინ წაღების დროს, კარგავდა ბურთს უწყინარ სიტუაციაში და უბრალოდ უყურებდა ამ ყველაფერს უმოქმედოთ. ბურთის ართმევაში ის მონაწილეობას არ ღებულობდა. საერთოდ არ ღებულობდა. რათქმაუნდა სპალეტიმ მისი მოშორება გადაწყვიტა, მიზეზი კი ის იყო რომ ბანეგა საკმაოდ არადისციპლინირებული ფეხბურთელი იყო. ჩვენ კი როგროც ასეთი სერიოზული პროექტი გვქონდა, პლუს ამას ლუჩანოსაც ძაან უყვარს დისციპლინა.
შემდგომში გუნდს მედელი ტოვებს. აქ ყველაფერი მარტივად არის. მედელს მეტი სათამაშო დრო უნდოდა, სპალეტი კი ვერ აძლევდა ამის გარანტიას. შემდგომში სიტუაცია უფრო უარესდება. პერიშიჩმა, კონდოგბიამ და მურილიომ წასვლის სურვილი გამოთქვეს. რატომ? გაიხსენეთ უბრალოთ ვის დროს მოვიდნენ ისინი გუნდში? მანჩინის დროს. მანჩინის წასვლის შემდეგ, მისი მაგია ნელ ნელა გაქრა და ფეხბურთელებმაც წასვლა მოისურვეს. მურილიომ შეცდომებს მოუმატა. კონდოგბიამ კი თამაშის ხარისხს მოუკლო. საბოლოოდ კი ორივე ფეხბურთელმა "ინტერი" დატოვა და "ვალენსიაში" გადავიდა, სადაც დღემდე შესანიშნავად ასპარეზობენ. სასწაული ის არის, რომ სპალეტიმ შეძლო პერიშიჩის დარწმუნება, რომ ის გუნდში დარჩენილიყო. შემდგომში ჩვენ "ფიორენტინიდან" 2 ცენტრალური ნახევარმცველი შევიძინეთ. ამ მომენტისთვის კი ჩვენ საკმაოდ პასიური ნახევარდაცვა გვყავს. ვერც ბორხა და ვერც ვესინო "ინტერის" დონემედე ვერ მოდის. ისინი საშუალო დონის ფეხბურთელები არიან. ყველაზე მეტად რაც მე მაოცებს ეს არის გუნდში მათი დიდი როლი. რითი არიან ისინი დაკავებულები? იგივე კონდოგბია მოედნის ცენტრში მოწინააღმდეგეს ბურთს ართმევდა, ერთი ერთში ატყუებდა მეურვეს და მოედნის ზოგ ნაწილში რიცხობრივ უმრავლესობას ქმნიდა, ეხლანდელ ნახევარდაცვას ეს ფაქტიურად არ შეუძლია. მას ფაქტიურად არაფერი არ შეუძლია. მოწინააღმდეგის ყველა შეტევას მხოლოდ დაცვა აჩერებს, ზოგ შემთხვევაში ვინგერები მორბიან უკან და დაცვას ეხმარებიან. გუნდში ფაქტიურად არ არის საყრდენი ზონა. ჩვენი ნახევარდაცვა შეტევაში ვერაფერს ვერ აკეთებს. ჩვენი შუა ხაზი აგორავებს ბურთს მოედნის ცენტრში და პასს კანდრევაზე აკეთებს. აი აქ არის ჩვენი უბედურება. არა კანდრევა არ არის ამის თავი და თავი, როგროც უმეტესობამ იფიქრა. უბრალოდ გაიგეთ, ფეხბურთი არის გუნდური თამაში. შეტევა და დაცვა გუნდმა ერთ მუშტად შეკრულმა უნდა გააკეთოს. ჩვენ კი საკმაოდ უკბილო ნახევარდაცვა გვყავს, რის გამოც გუნდის შეტევა მხოლოდ ერთ ადამიანზე არის დამოკიდებულ. არა, მე ეხლა არ ვცდილობ ანტონიოს დაცვას, მე უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ და ვცდილობ გავერკვე შექმნილ სიტუაციაში.
მოდით ამ ყველაფერს დავუმატოდ სუსტი ფლანგები და ინერტული თავდამსხმელი. რა უნდა გააკეთოს კანდრევამ, როცა მთელი გუნდის შეტევა მასზე არის დამოკიდებული, მოწინააღმდეგის გუნდი კი მთლიანად ზის დაცვაში და ყველა ზონა გადაკეტილი აქვს. მოატყუოს 11 მოთამაშე, ჩააწოდოს იკარდიზე და უკვე მაუროსგან შევიდეს კარში ბურთი? აი ზუსტად ამას ვღებულობთ რაც ეხლა გვაქვს. გუნდმა შეტევაში თამაში, რომ შეცვალოს და კანდრევამ 100 ჩაწოდება, რომ არ გაკეეთოს ერთ თამაშში, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს გუნდის ნახევარდაცვა. იდეალურ ვარიანტში დაცვის ფლანგებიც და ცენტრალური თავდამსხმელიც. იკარდის კი ამ მომენტისთვის ხელს არავინ აკარებს, ფლანგზე კი ფორმაში კანსელუ შედის. ბორხას ისევე როგროც ბანეგას არ შეუძლია 10 იანის როლის მორგება. მისი როლი არის გუნდის დირიჟორობა საკუთარ ნახევარზე და გუნდის დახმარება მოწინააღმდეგის პრესიგიდან თავის დასაღწევად. ვესინოს როლი ჩემთვის გამოცანაა. ის არც საყრდენ ზონაში თამაშობს და არც შეტევაში. ზოგჯერ თამაშის ყურებისას მე საერთოდ დამვიწყებია მისი მოედანზე არსებობა. მარიუსა და ბროზოვიჩის იმედზე ყოფნას, ჯობია საერთოდ უიმედოდ იყო. რაც შეეხება პერიშიჩს, რომელმაც სეზონი კარგად დაიწყო და მერე ნელ ნელა მოუკლო, მან უფრო ხშირად დაიწყო იკარდის მეწყვილედ თამაში, რადგანაც საჯარიმოში ის კანდრევაზე უფრო ძლიერია, ხოლო ჩაწოდების გაკეთება ანტონიოსაც შეუძლია. ასე, რომ გუნდის ასეთი თამაში ჩემი აზრით პირადად მწვრთნელის იდეაა. მაგრამ, ჩვენ ისევ და ისევ არ გვაქვს მოედნის ცენტრი. ზაფხულში არც ნაინგოლანი მოვიდა და არც ვიდალი.
ამ შემოდგომის თამაშმა "ბოლონიასთან" აჩვენა კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდის ნახევარდაცვის სისუსტე. სიმონე ვერდი მარტო ამწარებდა ჩვენ მოთამაშეებს და ჩვენები ვერც კი ახერხებდენ მისთვის ბურთის ართმევას. ნეტა გვყოლოდა იმ მატჩში კონდოგბია... ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჩვენ ვერდის გაფორმებასაც ვერ ვახერხებთ, რადგან სატრანსფეროდ ჩვენ ფული არ გვაქვს. ამიტომაც გვიწევს ჩვენ უფასო იჯარების იმედად ყოფნა, რადგანაც ჩვენ ფეხბურთელებზე, ჟოაუ მარიუზე და მარცელო ბროზოვიჩზე მოთხოვნა ფაქტიურად არ არის.
რაც შეეხება დანარჩენს. დალბერტმა არაფერი განსაკუთრებული არ აჩვენა. ვერ ვხვდები რატომ იყო მის გარშემო ამხელა ხმაური. ნაგატომო და სანტონი დაახლოებით ერთი და იგივე დონის ფეხბურთელებია. მახსენდება დალბერტის მოედანზე გამოსვლა 5 წუთით და მისი 3 უსერიოზულესი შეცდომა. რატომ უნდა გადაიხადოს გუნდმა მისნაირ ფეხბურთელში 20 მილიონი? მე ვერ ვხვდები. იმედი მაქვს, რომ ის კიდევ მოუმატებს. რატომ არ შევიძინეთ ზაფხულში მაღალი კლასის მქონე კოლაროვი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში დავზდევდით ??? რატომ არ შევიძინეთ ნანი ??? რომელსაც რეალურად შეუძლია შედეგის ჩვენება... უი ხოოო გამახსენდა, ჩვენ ხომ მიზნად ახალგაზრდა ფეხბურთელების მოყვანა გვაქვს. კარამო არის ზუსტად იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ბარბოსას ტრანსფერი. იაფი და მოკრძალებული. კარამო ზის სკამზე, ვარჯიშობს გუნდთან ერთად და ჩუმად ელოდება თავის შანსს. ამასთანავე მისი ხარისხი ბევრად უფრო მაღალია ვიდრე გაბრიელის.

შკრინიარზე არაფრის თქმა არ მინდა, რადგანაც აქ ყველაფერი ისედაც ნათელია. ერთი რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ამ ტრანსფერს ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ მილანმა დაამტკიცა, რომ ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და რომელაც ასაკთან შედარებით საიმედოთ თამაში შეუძლია.

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ მანჩინის წასვლის შემდეგ გუნდში სრული ქაოსი იყო. ასე, რომ სპალეტის უნდა მივცეთ დრო. პრობლემა კი ის არის, რომ "ინტერს" ეს დრო არ აქვს.

0 არ მომწონს



იკრძალება
1. კომენტარებში 2 სმაილზე მეტის გამოყენება.
2. სხვა თემაზე კომენტარების წერა.
3. ცენზურის დარღვევა, პროვოკაცია, კლუბის ან ფეხბურთელების შეურაწყოფა.
mordexa 20 იანვარი 2018 09:20
ავტორს დიდი მადლობა ასეტი კარგი სტატიისთვის და ვეთანხმები 100% საერთოდ არ დავკვირვებივარ რა მარკეტინგული გათვლები ქონდა სუნინგს ინტერში და ამ სტატიამ ნათლად დამანახა.
beqa17 19 იანვარი 2018 21:11
Sanchesi mivida manvgestersbi da interi miawven exla mataze ai mata rom davimatot am zamtars plius magas ramiresi da rafinia rafinia sakmkdan kargi iqneba da y a adgilze gavdzlierdebit mario da brazovichi gavushvat da mag pulit matasac moviyvant da pulic dagvrcheba ra
cambiasso 19 იანვარი 2018 20:06
kargi statiaa , madloba admin...rac sheexeva satransfero politikas srulad getanxmebi...guarinis gashvebazec getanxmebi ....marketings shevexet da nagatomoc egre mgonia aziuri bazristvis chirdebat iasnia da yavt magram youto aravisze nakklebi arari chemi azrit am gundshi tavis poziciaze...marios transferis tavidanve ar mjeroda da arc gabigolis rac vtqvi da mashin sastavma kinagham anathemas gadamca evropaze ifrinao , iman olimpiadaze ifrinao da metqi sheizleba me meshleba rame fexburtshitqo da ar amo.ighia xma....axla rac sheexeba zamtris transferebs , ,zalian skeptikurad vuyureb rafinhas transfers...arvici ramdenad sheitavsebs eg bichi 10 nomris adgils an candrevas samushaos sheasrulebs...ramiresia axla vinc yvelaze metad gvchirdeba ...starigize midis bazario...armaq mag bichis nichtan pretenzia kargi fexburtelia magram satuoa itamashebs tu ara naxevar sezons mainc ise rom 2 tve ar gaucdes
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "ინტერელი"
მატიას ვესინო
1 გოლი, 0 საგოლე
გამოკითხვა

რას ელოდებით სპალეტისგან?

სკუდეტო
ოთხეული
ევროპა ლიგა
სერია "ბ"
რეკლამა
Image
მინი ჩათი
Bachukij
Bachukij
დღეს 13:05:06

დალაიქების მერე დაარეფრეშე და გააკეთებ კომენტარს
ირაკლი ზასეშვილი

სად ვერ აკეთებ ინტერისტა კომენტარს ?
interista2008
interista2008
12 აგვისტო 2017

კომენტარს რატო ვერ ვაკეთEბ
interista2008
interista2008
12 აგვისტო 2017

Vaxo Imedadze,
mand ro shedixar zepirad ar ici tu ratemaa?
Vaxo Imedadze
Vaxo Imedadze
11 აგვისტო 2017

კლუბის შემადგენლობ
აა აქ შესაცვლელი, რაღა დროს ლიაიჩი და ბიაბიანია?
ირაკლი ზასეშვილი

ვაზგი არის საიტის ადმინისტრატ
ორი
interista2008
interista2008
9 აგვისტო 2017

ირაკლი ზასეშვილი,
vazg vinaa?
ირაკლი ზასეშვილი

არ ვიცი ჯიგარო აბა სცადე და ვაზგს მიწერე და ჰკითხე, ის არის მთავარი და ეცოდინება უეჭველი
interista2008
interista2008
9 აგვისტო 2017

ირაკლი ზასეიშვილი amaas winat informacia davamate da siaxleebis striqonshi ar chans saertod da aravisa r unaxavs da ufleba ar maq tu rato xdeba egre?/
interista2008
interista2008
8 აგვისტო 2017

dalbertma samedicino shemowmeba uukve gaiara da daweret da fotoc miayolet

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 4
მომხმარებლები: 0
სტუმარი: 4