ზინიო ვანჰაუდსენი: "სპალეტიმ შემასწავლა ტაქტიკები, მაგრამ მე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო"

image
"ინტერის" ახალგაზრდა ბელგიელი მცველი, ზინიო ვანჰაუდსენი ფეხბურთს 2018 წლის მარტამდე დაემშვიდობა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეაბილიტაციის პერიოდს გადის.
ახალგაზრდა მცველმა RTBF-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- ბელგიელი ხალხი არ გიცნობთ კარგად. თქვენ კარიერა იტალიაში, "ინტერში" დაიწყეთ, სადაც ძალიან გაფასებენ. რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა?
- "ჩემი აზრით, მე არ ვარ ისეთ სიტუაციაში, რომ ჩემს უპირატესობებზე ვისაუბრო, ეს ჩემმა მწვრთნელებმა იციან. მე ყოველდღე ბევრს ვშრომობ, რადგან ძალიან ბევრი კომპონენტი უნდა გავაუმჯობესო."

- თქვენ უკვე ძალიან კარგად თამაშობთ თქვენს პოზიციაზე.
- "მე ყოველთვის ვცდილობ, რომ თავდამსხმელების მოქმედებები წავიკითხო, რომ გავიგო რის გაკეთებას აპირებენ და ვცდილობ მატ შეჩერებას. ჩემმა მწვრთნელმა მითხრა, რომ არ ვიფიქრო ბევრი, რადგან ამან შეიძლება ჩემთვის ცუდი შედეგები გამოიღოს."


- რომელია ის მცველი, რომელიც თქვენ შთაგაგონებთ?
- "ჩემი კერპი სერხიო რამოსია. მე მას მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ვთვლი."

- რას მოელით მიმდინარე სეზონისგან?
- "მე არ მაქვს ჩემი კარიერის რეალური გეგმა. მე მხოლოდ მინდა, რომ ბევრი ვივარჯიშო, რათა უფრო ძლიერი გავხდე და ვიმედოვნებ, რომ გავაგრძელებ ბელგიის U-21 ნაკრებში და "ინტერში" კარგად თამაშს."

- რა არის ყველაზე დიდი სირთულე ახალგაზრდა ბელგიელისთვის სერია A-ში, "ინტერში"?
- "უამრავი სირთულეა, მაგრამ კლუბი ძალიან მეხმარება. მე უნდა გავაცნობიერო, რომ ეს სირთულეები ნორმალურია და ბევრი უნდა ვიშრომო."

- იტალიაში, ხშირად ახალგაზრდა მცველებს პატარა გუნდებში უშვებენ, რათა მათ სათამაშო გამოცდილება ჰქონდეთ. შეუძლია ახალგაზრდა მცველს დიდი კლუბის ღირსების დაცვა?
- "ძალიან რთულია, რომ დიდ კლუბში მოხვდე, არ ვიცი ვინმემ თუ შეძლო ამის გაკეთება. მე ვიმედოვნებ რომ წარმატებას მივაღწევ, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩემს განვითარებაზე და გაძლიერებაზე ვფიქრობ. მე ვვარჯიშობ ნამდვილ ჩემპიონებთან და ისეთი მწვრთნელი, როგორიც სპალეტია ძალიან მეხმარება."

- ბონუჩი იყო იტალიის ჩემპიონი "ინტერის" პრიმავერაში, მაგრამ მას მოუწია "ბარიში" გადასვლა, მანამდე სანამ ისეთი ფეხბურთელი გახდებოდა, როგორიც ახლა არის.
- "მათ მითხრეს ეს ისტორია: ის ჩემსავით "ინტერში" იყო და შემდეგ წავიდა. ახლა ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, მაგრამ ყველა ფეხბურთელი განსხვავებულია: მე ვარ ზინიო და ის არის ბონუჩი, თქვენ ვერ შეგვადარებთ ერთმანეთს."

- ყველაზე კარგად რა გასწავლათ სპალეტიმ?
- "ტაქტიკები და ის, თუ როგორ გამოვიყენო ჩემი სხეული. მე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო."


წყარო: RTBF

1 არ მომწონს



იკრძალება
1. კომენტარებში 2 სმაილზე მეტის გამოყენება.
2. სხვა თემაზე კომენტარების წერა.
3. ცენზურის დარღვევა, პროვოკაცია, კლუბის ან ფეხბურთელების შეურაწყოფა.
gio interi 11 ოქტომბერი 2017 02:41
ხოი მალე მოდი ხოდზე რანოკია უნდა შეცვალო თორე გავგიჟდები
Интернационале 10 ოქტომბერი 2017 21:42
Male gamojanmrteldi da daamtkice ro dzlieri mcveli gaizdebi :)))
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "ინტერელი"
სამირ ჰანდანოვიჩი
0 გოლი, 0 საგოლე
გამოკითხვა

რას ელოდებით სპალეტისგან?

სკუდეტო
ოთხეული
ევროპა ლიგა
სერია "ბ"
რეკლამა
Image
მინი ჩათი
Bachukij
Bachukij
დღეს 13:05:06

დალაიქების მერე დაარეფრეშე და გააკეთებ კომენტარს
ირაკლი ზასეშვილი

სად ვერ აკეთებ ინტერისტა კომენტარს ?
interista2008
interista2008
12 აგვისტო 2017

კომენტარს რატო ვერ ვაკეთEბ
interista2008
interista2008
12 აგვისტო 2017

Vaxo Imedadze,
mand ro shedixar zepirad ar ici tu ratemaa?
Vaxo Imedadze
Vaxo Imedadze
11 აგვისტო 2017

კლუბის შემადგენლობ
აა აქ შესაცვლელი, რაღა დროს ლიაიჩი და ბიაბიანია?
ირაკლი ზასეშვილი

ვაზგი არის საიტის ადმინისტრატ
ორი
interista2008
interista2008
9 აგვისტო 2017

ირაკლი ზასეშვილი,
vazg vinaa?
ირაკლი ზასეშვილი

არ ვიცი ჯიგარო აბა სცადე და ვაზგს მიწერე და ჰკითხე, ის არის მთავარი და ეცოდინება უეჭველი
interista2008
interista2008
9 აგვისტო 2017

ირაკლი ზასეიშვილი amaas winat informacia davamate da siaxleebis striqonshi ar chans saertod da aravisa r unaxavs da ufleba ar maq tu rato xdeba egre?/
interista2008
interista2008
8 აგვისტო 2017

dalbertma samedicino shemowmeba uukve gaiara da daweret da fotoc miayolet

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 6
მომხმარებლები: 0
სტუმარი: 6