"ინტერი": მომავლის გუნდი

image
"ინტერი" იტალიაში და არა მხოლოდ იტალიაში, ევროპაშიც მომავლის გუნდად მოიხსენიება.

"ნერაძურის" ახალი მფლობელები გუნდს ახალგაზრდა ტალანტების ირგვლივ აშენებენ. გუნდი, რომელიც უკვე დიდი მომავლის მფლობელია, 2017 წლის ივნისის ბაზარზე განაგრძობს საკუთარ შემადგენლობაში, რამოდენიმე ტალანტის დაატებას და მთავარი აქცენტი იტალიელებზე გაკეთდება.

"სუნინგმა" დაბლოკა გუნდში არსებული ყველა ტალანტის ტრანსფერი, არცერთი მათგანი გუნდს არ დატოვებს არც იანვარში და არც მომავალი ზაფხულის ბაზარზე.

ახლა კი განვიხილოთ "ინტერის" ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებზეც ჩვენი საყვარელი კლუბის მომავალი შენდება:

1- მაურო იკარდი: "ნერაძურის" 23 წლის კაპიტანი, "ინტერმა" "სამპდორიადან" 15 მილიონ ევროდ შეიძინა. მაურომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და დღეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. "ინტერში" ახალაგზრდა ტალანტები იშვიათად ამართლებენ და მაურომ ეს სტერეოტიპი დაამსხვრია. იკარდიმ "ნერაძურიში" დამკვიდრება ძალიან მალე მოახერხა, ხოლო 21 წლის ასაკში გუნდის კაპიტანიც კი გახდა.

2014/15 წლის სეზონში მაურომ სერია-ა-ს ბომბარდირობა ლუკა ტონისთან ერთად გაიყო 22 გოლით და მე-3-ე წელია გუნდის მთავარი მეგოლეა. 23 წლის არგენტინელმა "ნერაძურიში" უკვე 111 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა. ( მხოლოდ სერია-ა)


ახალი კონტრაქტით მაურო იკარდის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონ ევროს შეადგენს.


2- ჯეფრი კონდოგბია: 23 წლის ფრანგი ნახევარმცველი, რომელიც ერიკ ტოჰირის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გახლავთ "ინტერში". კონდოგბიაში "ინტერმა" 35 მილიონი ევრო გადაიხადა, პლიუს 5 მილიონი ევრო ბონუსის სახით. მთლიანად ფრანგის ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაჯდა.

ჯეფრის კარიერა "ინტერში" არც თუ ისე კარგად დაიწყო, იყო ბევრი ჩავარდნა, რასაც ბევრი კრიტიკა მოყვა, ნაწილობრივ ეს გუნდის რთული პერიოდის ბრალიც იყო, თუმცა მიმდინარე სეზონში ყველაფერი შეიცვალა, როგორც ჩანს გუნდის ახალმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჯეფრის კარგი და ზუსტი პოზიცია შეურჩია მოედანზე ამან ფრანგის ნამდვილი შესაძლებლობები პირველად დაანახა გუნდის გულშემატკივარს. ახლა კონდოგბია "ინტერის" ერთ-ერთი წამყვანი და სტაბილური ფეხბურთელი გახდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იანვარში კონდოგბიას გასხვისება განიხილებოდა, თუმცა "სუნინგმა" ფრანგის ტრანსფერი დაბლოკა.


3- მარსელო ბროზოვიჩი: 24 წლის ხორვატი ნახევარმცველი "ნერაძურიმ" 15 მილიონ ევროდ "დინამო ზაგრებიდან" შეიძინა. არც მარსელოს "ინტერულ" კარიერას ქონდა კარგი დასაწყისი, ხორვატი ხან გადამწყვეტი მოთამაშე იყო გუნდისთვის, ხანაც პირიქით. მისი არასტაბილურობა, შეიძლება ასევე გუნდის არასტაბილურობას დავაბრალოთ. როგორც ჯეფრის შემთხვევაში ბროზოვიჩიც სტეფანო პიოლის მოსვლამ "ააფეთქა", თუმცა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს მარსელოს "ჩელსიში" ტრანსფერი "სუნინგმა" ბოლო წუთებში დაბლოკა და სწორადაც მოიქცა, რადგან მარსელო ახლა გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ბროზოვიჩი არა მხოლოდ "ინტერის" არამედ ხორვატიის ნაკრების სასტარტოს ფეხბურთელია.

მარსელოს ღირებულებამაც საკმაოდ იმატა, 15 მილიონად შეძენილი ხორვატი ახლა უკვე 55 მილიონი ევრო ღირს. ახალი კონტრაქტით მისი გამოსყიდვა სწორედ მითითებულ თანხადაა შესაძლებელი.

4- ჟოაო მარიო: 24 წლის მოქმედი ევროპის ჩემპიონი "ინტერმა 40 მილიონ ევროდ "სპორტინიგიდან" შეიძინა, რომელმაც სპორტინგის ისტორიაში კრიშტიანო რონალდოს რეკორდი მოხსნა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პორტუგალიურ კლუბს ამხელა შემოსავალი შეუტანა გუნდის ხაზინაში.

მარიოს კარიერა "ინტერში" დადებითად დაიწო და პირველივე მატჩში მოახერხა ახალი გულშემატკივრის გულის მოგება. იყო მცირე ჩავარდნები, თუმცა დღეს მარიო გუნდის სასტარტოს ფეხბურთელია და ერთ-ერთი დიდი ძალა. სტეფანო პიოლიმ პორტუგალიელსაც შეუცვალა პოზიცია და უფრო უკეთ დაგვანახა მისი შესაძლებობები. მარიომ "ინტერში" 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 4 შედეგიანი გადაცემა. ამ ყველაფრისთვის მას სულ 1335 წუთი დასჭირდა.


5- ჯეისონ მურილო : 24 წლის კოლუმბიელი ცენტრალური მცველი გუნდის ერთ-ერთი წამვანი ფეხბურთელია დაცვის ცენტრში, ამავდროულად კოლუმბიის ნაკრების ძირითადი მოთამაშე. მურილო "ინტერმა" 10 მილიონ ევროდ "გრანადან" შეიძინა. ჯეისონმა "ინტერში" 48 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა ( მხოლოდ სერია-ა).

მურილოს "ინტერული" კარიერა ნამდვილად კარგად დაიწყო, რადგან მირანდასთან ერთად დაცვის ხაზში ნამდვილი კედელი ააშენა, რასაც გუნდის წარმატება მოყვა, თუმცა "ინტერის" არასტაბილურობამ თავის გავლენა იქონია და მურილოსაც დაეწყო რთული პერიოდი. როგორც ბროზოვიჩის და კონდოგბიას შემთხვევაში მოხდა, მისი გამოსწორებაც სტეფანო პიოლიმ მოახერხა და კოლუმბიელი თავის ფორმას უბრუნდება. შეძლებს თუ არა გახდეს ერთ-ერთი ძლიერი მცველი ამას დრო გვიჩვენებ, თუმცა კოლუმბიელიც "ინტერის" დიდ მომავლად ითვლება, რომელშიც ნამდვილად დიდი ტალანტია.


ჯეისონის ღირებულება ახლა 17 მილიონი ევროა.

6- გაბრიელ ბარბოსა: ე.წ გაბიგოლი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი გახლავთ. გაბრიელი ბრზილიაში ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მისი შეძენა "ნერაძურის" 35 მილიონი ევრო დაუჯდა.

20 წლის ბრაზილიელისთვის ახალი თავგადასავალი არც თუ ისე კარგად დაიწყო. ძველ მწვრთნელმა მხოლოდ 15 წუთი ათამაშა, ხოლო ახალ მწვრთნელთან სათამაშო დრო საერთოდ არ ქონდა, ამას პიოლი შემდეგნაირად ხსნიდა. ბიჭი ჯერ არაა მზად ახალი ლიგისთვის და უნდა ბევრი ისწავლოს. გულშემატკივრის და თანაგუნდელების გვერდში დგომამ ბარბოსა არ გატეხა და პირველი სირთულეები გადალახა. ახლა უკვე აქვს სათამაშო დროც და ნელნელა ცდილობს გუნდის მთავარი ძალა გახდეს. პიოლი უკვე ენდობა და აღნიშნავს, რომ გაბრიელი შავლურჯების დიდი მომავალია.

მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივარს ჯერ არ უნახავს გაბრიელის მაქსიმუმი, ახალაგზრდა ბრაზილელმა მაინც მოახერხა შავლურჯების ქომაგებისთვის თავის შეყვარება, მის თითოეულ გამოსვლას მოედანზე დიდი ოვაციები მოჰყვება რაც გასულ მატჩშიც მოხდა.

იყო იმის შესაძლებლობაც, რომ გაბრიელს ამ ბაზარზე უფასო იჯარით სხვა იტალიურ კლუბში ეთამაშა, თუმცა "სუნინგმა" ამაზეც უარი განაცხადა, რასაც ფეხბურთელის თანხმობაც მოყვა. გაბიგოლი მზადაა "ინტერში" თავისი ადგილისთვის იბრძოლოს და დიდი კონკურენციაც დაძლიოს. ახლა ის გუნდის პროექტის ნაწილად მიიჩნევს თავს და უფრო და უფრო იზრდება.


7- რობერტო გალიარდინი: და აი ისიც "ნერაძურის" ბოლო შენაძენი ბაზარზე. ტრანსფერი, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია. ბევრისთვის უცნობი ტალანტი დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია, რადგან პირველი ხმაური ჯერ მისმა ტრანსფერმა გამოიწვია. "სუნინგმა" გალიარდინის ტრანსფერში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. უფრო სწორად ამ თანხას ზაფხულში სავალდებულო გამოსყიდვის დროს გადაიხდის.

იტალიურმა მედიამ რობერტოს ტრანსფერს დიდი რისკი უწოდა, ბევრი იმასაც წერდა, რომ ეს ნამდვილი სიგიჟე იყო, გადაიხადო ამხელა თანხა, ფეხბურთელში, რომელიც ცნობილი მხოლოდ ბოლო რამოდენიმე თამაშით გახდა.

კრიტიკა და გაკვირვება კი გალიარდინის დებიუტშივე შეწყდა. ახლა უკვე რობერტო არა მხოლოდ "ინტერის" არამედ იტალიის ნაკრების დიდ ტალანტად ითვლება. 22 წლის იტალიელმა ოთხივე ჩატარებული მატჩი სტაბილურად კარგად ითამაშა და უფრო და უფრო უმატებს. გალიარდინი იტალიური წამყვანი გაზეთების პირველ გვერდზეა და იტალიაში ზამთრის ბაზრის მთავარი ტრანსფერი გახდა.

თვალში საცემია გალიარდინის კარგი მოედნის ხედვა, კარგი დრიბლინგი და პოციზიის შეგრძენება. იტალიელს კარგად შეუძლია მეტოქის მოძრაობების ამოცნობა და მისი სვლების გათვლა. ჭკვიანი და გრძელი ზუსტი პასები. მოკლედ რობერტო ნამდვილი აღმოჩენა გახდა და მისი ყოფილი მწვრთნელის გასპარინის სიტყვები ნელნელა მართლდება: "რობერტოს სახით "ინტერმა" დიდი მომავალი შეიძნა".



ასე და ამგვარად "ნერაძური" 7 დიდი ტალანტის მფლობელია, ჩამოთვლილთაგან რომელია თქვენი ფავორიტი აღნიშნეთ კომენტარებში.

გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომელთაგანაც რამოდენიმე დიდი ალბათობით შავლურჯი გახდება, კომენტარებში დაწერეთ რომელი მათგანი გსურთ იხილოთ საყვარელი გუნდის მაისურით:


ინტერის ამჟამინდელი ტალანტები:

1 მაურო იკარდი- 23 წლის. 1,81 სმ. (კაპიტანი)
2 ჯეფრი კონდოგბია- 23 წლის. 1,88 სმ
3 ჟოაო მარიო- 24 წლის. 1,77 სმ.
4 მარსელო ბროზოვიჩი- 24 წლის. 1,81 სმ.
5 ჯეისონ მურილო- 24 წლის. 1,83 სმ.
6 გაბრიელ ბარბოსა- 20 წლის. 1,78 სმ.
7 რობერტო გალიარდინი- 22 წლის. 1,88 სმ.

ინტერის მომავალი სამიზნეები:

1 მარკო ვერატი- 24 წლის. 1,65 სმ.
2 დომენიკო ბერარდი- 22 წლის. 1,83 სმ.
3 კოსტას მანოლასი- 25 წლის. 1,87 სმ.
4 ფედერიკო ბერნარდესკი- 22 წლის. 1,83 სმ.

P.S: თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ ტალანტების გუნდი. ეს იქნება გუნდი, რომელსაც პარტნიორობას გაუწევენ გამოცდილი ტოპ კლასის ფეხბურთელები.

წყარო: fc inter.ge

0 არ მომწონს



  • ავტორი: interista
  • ნახვები: 631 / 27
  • 30-01-2017, 17:35
იკრძალება
1. კომენტარებში 2 სმაილზე მეტის გამოყენება.
2. სხვა თემაზე კომენტარების წერა.
3. ცენზურის დარღვევა, პროვოკაცია, კლუბის ან ფეხბურთელების შეურაწყოფა.
Diego22 31 იანვარი 2017 00:44
იკა ძაან კარგი სტატიაა, მადლობა ამისთვის.

რაც შეეხება გუნდს მართლაც ძაან საიმედო ბიჭები გვყავს. მოაყოლონ ვერატი და მანოლასი და ფლანგები, მაგრამ არც როდრიგესი მინდა მე და არც დარმიანი. დიმარკო დააბრუნონ და ვინმე სხვა მოძებნონ, იქნება კიდე ვინმე ახალგაზრდა და პერსპექტიული :დ

16 16
mordexa 31 იანვარი 2017 00:15
gaixare avtor kai statiaaa
interista 30 იანვარი 2017 22:36
nerazuri,
wina wels pirvelze gdavedit dda ufrod zlier jgufshi vart mere romastan. da shen ambob sustio . ufro dzlier jgufshi avrt romasavit 36 qula gvaqqvs d aplius erti matchit naklebi chatarebuli. im tasze saidanac gamovardit kdiev moqmedi chempionebi vart. wels wina sam welze dzlieri sastavia da gundi primaverashi
nerazuri 30 იანვარი 2017 22:17
ki interi adre milanis jgupshi tamashobda b shi wels vart marto romastan
interista 30 იანვარი 2017 22:01
nerazuri,
roma primaveras da wevria da italiashi nomer pirveli axalagzrduli sidzlierit, plius roma primaveras a jgfshi iyo da interi b mand jgufebia asakobrivi ;)
nerazuri 30 იანვარი 2017 20:49
mwvrtneli martla magaria primevaresi
nerazuri 30 იანვარი 2017 20:45
tasze romam urive mougo da arcerti pexburtelia momelic sheidzleba daawinauron pirvel gundshi pinamontis garda es chemi azria tundac adre bonazoli pushcashis dueti ro iyo upro dzlieri gundi iyo da chempionatis tamashic mogvigo romam((((((((
interista 30 იანვარი 2017 20:35
nerazuri,
ra aris suti magatac waugebeli seria aqvt 7 matchiani da pirvelze arian romastan ertad 36 qula aqvt. pliu inter ertit naklebi matchi aqvs chatarebuli. pinamonti marto egaa gadmoyvanili pirvel gundshi da amrto eg gaxda cnobili torem gundis kapitanic, yaoc dzaan gijebi izrdebian bevria talantia mianguec xom gadmivanes da exla gaanatxovres
zep
zep 30 იანვარი 2017 20:31
ჩვენი ახალგაზრდებიდან ყველა ტალანტია ბროზოს გარდა, კარგია ბროზოც და საჭირო კაციც არის მაგრამ მგონია ამის იქით შორს ვერ წავა.
აი კონდო არის ძალიან მაგარი, ცოტა კონცენტრირება უჭირს მაგრამ ეგეც მოვა, აი ძაან მაგარი მანერის ფეხბურთელია, გრძელ ფეხება ართმევაზე იდეალური, დრიბლინგი, ტექნიკა, რავიცი მე მეიმედება მაგრად, მგონია რომ სუპერ კლასი დადგება. ამაზე იმიტომ დავწერე რო აზრთა სხვა და სხვაობაა გულშემატკივარში და ჩემი მოსაზრება გამოვთქვი.
თორე ჩვენი ახალგაზრდები ყველა მაგრად მევასება, იკუნა, ჯოაო მოკლედ ყველა ყველა + ამათ ვერატი და ბერარდი და გამოვა მონსტრი.
ხოო კარგი ფლანგის მცველები გვინდა კიდე .
პ.ს დიმარკო გვყავს კიდევ მომავალი მგელი
Dato 30 იანვარი 2017 20:21
nerazuri,
piriqit.ert-erti gamorcheulia.rato?
am bolo dros suare wamoiwia win da vnaxot
Tifoza 30 იანვარი 2017 20:00
interista,
madloba
nerazuri 30 იანვარი 2017 19:53
am primaverashi pinamontis garda aravinaa gamorcheuli bolo wlebshi ert erti susti gundia samwuxarot
nerazuri 30 იანვარი 2017 19:52
bonazoli rogor ver atamashda pinamontize aranaklebi iyo
interista 30 იანვარი 2017 19:51
Icardi.Zanetti,
xoo tan jer 17 wlisaa magram jer mainc primaveras igrokad itvleba
Icardi.Zanetti 30 იანვარი 2017 19:50
პიანამონტი კიდევ დუბლებში ეგეც გოლების მანქანა იზრდება... ინტერს ყავს ახალგაზრდა და კარგი ფეხბურთელები... ევროპის გრანდად ყალიბდება, იბრუნებს ძველ დიდებას
interista 30 იანვარი 2017 19:49
Tifoza,
https://www.youtube.com/watch?v=3nQNiWdeH2Q aha dzma. tu linki ar agxsna ase naxe sataurit Janji - Heroes Tonight (feat. Johnning)
nerazuri 30 იანვარი 2017 19:47
darmiani ar minda aranaerat jer erti milanis gazrdilia da araferi mcveli araa am intershic arafrit gamorcheuli iqneba dambroziosgan torinoshi piriqit dambrozio uketesi iyo da tu super gunds aketeben mitumetes araa sachiro aq jobia fabinioze iaqtiuron
Tifoza 30 იანვარი 2017 19:35
EL Chino,
tqveni gamkvirvebia ,, ai rato ginda darmianis mosvla gamagebine ar mitxra exa damborsios jobiao? tipi wels seria ashi sauekteso marjvena mcvelia da shen kide skamze dalpobili darmiani moiyvaneto idzaxi . eseti komentarebi sashinlad magizianebs gadaashene darmiani debili dedac vatire ra, eg ro kai iyos atamashebda mou
interista 30 იანვარი 2017 19:33
Tifoza,
madloba gaixaret bichebo
Tifoza 30 იანვარი 2017 19:28
ra dzaan magari videoa dzaan magari musikit madloba interista. damilinke musica tu ici , vamayobt shav lurji rom var <3
EL Chino 30 იანვარი 2017 19:19
verati ulaparakod, manolasi uechveli da berardi :) flangebze darmiani-rodrigesi. xamessac tu moagdeben chveni gamcherebeli aravin iqneba 33
Tifoza 30 იანვარი 2017 19:17
namdvilad dmzao sagol kai statiaa didi madloba. rac sheexeba chems archevans kondogbias jer 50 procentic ar uchvenebia tavisi shesadzleblobis, pogbaze naklebi araa es fexburteli ubralod sheshinebuli tamshobs da su burts ishorebs magram magasac meichveva da ager naxavt msoflioshi ert erti sauektesonaxevarmcveli dadgebasu mjeroda am kaics, interista ar gewyinos magarm shen ar gjeroda :P xolo transferebs rac sheexeba manolasis yidvagamxiardeba da mirandas shecvlis uechvelad
Dato 30 იანვარი 2017 19:05
mokled bernarderskic da berardic orive gvchirdeba radgan kandrevas didi ro agar udgas asakidan gamomdinare.perisici mowodebis simaglezea,magram ukve 28 wlisaa.amitom orives viyididi.naxevarshi mart verati,metia rc gvchirdeba.manolasi magari damateba iqneba,mirandac ukve asakshia da kargad shecvlis.ai plangebs ra eshveleb a ar vici.nu kargi mekarec gvchirdeba nel-nela
interista 30 იანვარი 2017 18:36
adriano,
gaixare madloba dzma
cambiasso 30 იანვარი 2017 18:07
gaglisrdinis imedi maq zalian didi da murilos...brozo da kondogbia sashualo donea da mets,magstgan arc veli..momavali samizneebidan veratti manolas bernardeschis visurvebdi
adriano 30 იანვარი 2017 17:56
ინტერისტა მაგარი კაცი ხარ მაგარ სიახლეებს დებ <3
interista 30 იანვარი 2017 17:53
ამ ხუმრობა ხუმრობაში მართლა გიჟი გუნდი ავაწყეთ თავის დიდი მომავლით. ეხლა ამ 7 ახალაგზრდადან 100% ყველას შეინარჩუნებენ. შემტევი ხაზიდან წავლენ ბიაბიანი და სავარაუდოდ ედერი. ეს ორი ბერარდით და ბერნარდესკით ერთ-ერთით ჩანაცვდება მე უფრო ბერნარდესკის ვარჩევდი ბერარდი მევასება, მაგრამ მეორეს უფრო დიდი მომავალი აქვს ჩემი აზრით. პლიუს დაემატება ერთი ტოპ ტრანსფერი ფორვარდებში იმედია სანჩესი იქნება, გრიზმანი მომწონს, მაგრამ იკარდი გვყვავს და აუცილებლად მეორე ფორვარდია საჭირო სანჩესის სახით, რომელმაც კარგად იცის იტალიური ლიგა. ნახევარდაცვაში ვერატის ყიდვა სრულიად საკმაირისია ზაფხულში ბანეგა დაგტოვებს ჩინეთში მიდის. ხო დიდი ცვლილებები უნდა მოხდეს ფლანგებზე, ერთი როდრიგესი მოვა და კიდევ ორი გვინდა ვინმე. დ'ამბროზიოს სკამისთვის დავიტოვებდი დანარჩენი სიმაღლის მიხედვით უნდა გააწყონ გუნდიდან. დაცვის ხაზში მირანდა, მურილო და ანდრეოლი ზამენად დაამატებენ მანოლასი და ეგაა გუნდია იფრენს სკდუეტოზეც და კიდევ სხვა ტიტულებზეც..
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "ინტერელი"
ედერი
2 გოლი, 1 საგოლე
გამოკითხვა

რას ელოდებით სპალეტისგან?

სკუდეტო
ოთხეული
ევროპა ლიგა
სერია "ბ"
რეკლამა
Image
მინი ჩათი
interista2008
interista2008
დღეს 22:02:24

კომენტარს რატო ვერ ვაკეთEბ
interista2008
interista2008
დღეს 00:26:27

Vaxo Imedadze,
mand ro shedixar zepirad ar ici tu ratemaa?
Vaxo Imedadze
Vaxo Imedadze
გუშინ 21:59:09

კლუბის შემადგენლობ
აა აქ შესაცვლელი, რაღა დროს ლიაიჩი და ბიაბიანია?
ირაკლი ზასეშვილი

ვაზგი არის საიტის ადმინისტრატ
ორი
interista2008
interista2008
9 აგვისტო 2017

ირაკლი ზასეშვილი,
vazg vinaa?
ირაკლი ზასეშვილი

არ ვიცი ჯიგარო აბა სცადე და ვაზგს მიწერე და ჰკითხე, ის არის მთავარი და ეცოდინება უეჭველი
interista2008
interista2008
9 აგვისტო 2017

ირაკლი ზასეიშვილი amaas winat informacia davamate da siaxleebis striqonshi ar chans saertod da aravisa r unaxavs da ufleba ar maq tu rato xdeba egre?/
interista2008
interista2008
8 აგვისტო 2017

dalbertma samedicino shemowmeba uukve gaiara da daweret da fotoc miayolet
interista2008
interista2008
7 აგვისტო 2017

http://www.flashscore.com/match/h
2ySR98r/#match-summary
interista2008
interista2008
6 აგვისტო 2017

https://www.youtube.com/watch?v=m
d6mkfnNC90
kai xarisxia ukuret interi villareali

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 7
მომხმარებლები: 0
სტუმარი: 7