ქართველი ინტერისტას თვალით ნანახი ”ღვთიური დერბი”

ქართველი ინტერისტას თვალით ნანახი ”ღვთიური დერბი”




იმით აღარ შეგაწყენთ თავს,თუ როგორ ჩავფრინდი რომში და ის 5 დღე რა ტკბილი და მოლოდინით აღსავსე ცხოვრებით ვცხოვრობდი – ამ 5 დღის გასვლის შემდეგ ხომ მე მილანში უნდა ჩავფრენილიყავი (არა და დერბი რომ არ დამთხვეოდა,2 დღე ფლორენციაშიც გვქონდა დაგეგმილი ყოფნა) – თუმცა გულის სიღრმეში ჩემი ჯიუტი ქვეცნობიერი მაინც ბორგავდა და შფოთავდა – მე ხომ ჯერ სანუკვარი ბილეთი არ მქონდა ნაშოვნი და რატომღაც მეგონა ბილეთი მაინც და მაინც მილანში უნდა შემეძინა,არა და რას წარმოვიდგენდი,რომ “ბანკა პოპოლარე დი მილანო” (ანუ,მილანის სახალხო ბანკი,სადაც იყიდებოდა დერბისთვის ბილეთები და სადაც მხოლოდ ერთ პერსონაზე 2 ბილეთს იძლეოდნენ,მეტს არა) მილანის გარდა რომშიც იქნებოდა???

მოკლედ,ერთ დღესაც აღმოვაჩინე(ეს უკვე 22 რიცხვში ხდება) რომ მილანის სახალხო ბანკის ფილიალი რომშიც ყოფილა,სახელგანთქმულ “პიაცა პოპოლო”-ზე (სახალხო მოედანი),რომელზეც იწყება რომის ყველაზე სახელგანთქმული ქუჩა ვია დე კორსო და მთავრდება რომის ერთ ერთ ცნობილ ადგილზე,პიაცა ვენეციაზე…

იმ დღეს,როცა ეს აღმოჩენა გავაკეთე უკვე გვიანი იყო – ბანკი დაკეტილი დამხვდა და ბილეთის შეძენა მეორე დღისთვის გადავდე,თუმცა მანამდე კიდევ ერთი სიურპრიზი დამხვდა – ნომერში როგორც იქნა ინტერნეტი ჩამირთეს და პირველი,სადაც შევედი,ინტერის ოფიციალური ვებ გვერდი იყო….

აქ მელოდა ყველაზე მწარე სიურპრიზი – პირველი ალიყური მაშინ ვიგემე,რომ გავიგე,რომ ჩემი რომში ჩამოსვლის მეორე დილას თურმე უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო! და მეორე,უფრო დიდი დარტყმა – როგორც საიტი იუწყებოდა,სნეიდერის თამაშის შანსის ალბათობა იყო ძააალიან დაბალი

რაღას ვიზამდი – გადავყლაპე ყელში მობჯენილი ბოღმა,გავმაგრდი და იმედით დაველოდე 24 რიცხვის გათენებას,როცა მილანში უნდა გავფრენილიყავი…
* * *
დილით მალპენზაში ჩაფრენილს პირველი იმას მივხვდი,რომ ეს რომი არაა და აქ მაიკით ვერარ ვივლიდი,ისე ციოდა ამასთან,მეუღლეს რომ არ ენერვიულა,ინტერის მაიკას და კაშნს არ ვაჩენდი სახალხოდ,”ათასი გიჟი დადის და არ იჩხუბოო”!
თუმცა,ცოტა ხანში მივხვდი,რომ იქ თუ ვინმე აგრესიულად იყო განწყობილი,მხოლოდ მე – ისე სიამტკბილობით დადიოდნენ ერთად მილანის და ინტერის მაისურიანი და ქუდიანი გოგო ბიჭები,გეგონება ერთმანეთზე უკეთესი არავინ ჰყავდათ!

მივაღწიეთ როგორც იქნა ჩვენს სასტუმროს ვია პანფილო კასტალდიზე და პირველი ვინც შეგვხვდა,ადმინისტრატორი მიქელე იყო – იმან უფრო ცუდათ იცოდა ინგლისური,ვიდრე მე იტალიური ვიცი და მთელი 2 დღე ჟესტებით ვლაპარაკობდით!
ჩემმა ცოლმა შენს საცოდაობას ვერ გავუძლებო და დილის საუზმეზევე მოსინჯა მიკელესთან რამოდენიმე ენაზე,შეიძლებოდა თუ არა შავ ბაზარზე ბილეთების შოვნა. ტექსტი დაახლოებით ასეთი იყო – “ჩვენს ქვეყანაში ვიცით როგორ ვიშოვოთ ასეთ დროს ბილეთიო (გეგონება საქართველოში სულ ანშლაგი იყოს,განსაკუთრებით ბოლო 10 წელი) და აქ როგორ არის საქმეო?” – მიკელეც არ დაიბნა და იტალიურად გვიპასუხა ” ეს ცოტა ისეთი თამაშია,ხომ გესმით,ტავის ფასში ბილეთს ვერ იშოვით და ცოტა მეტს თუ გადაიხდითოო…” მოკლედ,ბევრი რომ არ გავაგრძელო,სანამ ჩვენ ყავას ვსვამდით,ეს ვაღკაცი გავიდა,სადღაც დარეკა და ცოტა ხანში მობრუნდა,ფურცელზე კი ასეთი რაღაც ეწერა – 2 ბილეთი მესამე იარუსზე მწვანე სექტორში (როგორც მერე გავიგე,ინტერის ულტრასების თავზე,სადღაც მეცხრე თაროზე ) თითო 150 ევრო და 1 ბილეთი მეორე იარუსზე,ფორთოხლისფერ სექტორში 250 ევროო… მე რა თქმა უნდა 250 E არ მქონდა და 150 შევუკვეთე,მაგრამ სანამ ის ამ ამბავს მირკვევდა,იმ ვიღაც ბარიგამ უარი უთხრა,ან ორივე იყიდონ,ან არაო და მერე სულაც გაიყიდაო…

რაღას ვიზამდი – ავდექით და წავედით სან სიროზე,ბედის საძებნელად – მეთქი,იქნებ ვინმე ღვთისნიერი შემხვდეს და ერთი ზედმეტი ბილეთი ჰქონდეს მეთქი… ისეთ ხასიათზე ვარ,არც კი მახსენდება ფოტოაპარატი ( ამიტომაცაა,ამ პერიოდის არც ერთი სურათი არ მაქვს ) თან ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ,მაგრად ცივა გარეთ და ამდენი გვაქვს სასიარულო – მეტრო “ლოტოდან” ზუსტად 2 კილომეტრშია “სან სირო” (“ამენდოლა ფიერა”დან კიდევ უფრო შორს) – არა და იმან 4 ენა იცის,მე სად ვიბოდიალო მარტომ?

მეტროდან სანამ ამოვდიოდით რაღაც ხმაური შემომესმა – თურმე ინტერის ბელგიელ გულშემატკივართა ჯგუფია ჩამოსული ბრუსელიდან,დაახლოებით 20 კაცი,2 მოხუცი ქალიც ერიათ – ერთად გროვდებოდნენ ბედნიერები,ყველას ბილეთი ჰქონდა – ჩემი მეუღლის მშობლები კაკ რაზ ბელგიაში ცხოვრობენ,ლიეჟში და რომ გამოველაპარაკეთ და ეს ამბავი აღმოვაჩინეთ,ყველა ჩვენ შემოგვეხვია – გავაძრე ჩემი კაშნი კურტკიდან და იმედით შევაცქერდი,იქნებ ერთი ზედმეტი ბილეთი ჰქონდეთ მეთქი… აი,კაცი გულით რომ გეცოდება რაა და ვერ შველი – ეგეთი თვალებით შემომხედეს და “სან სირო”-ზე გადით,იქნებ 100-200 ევროდ იშოვოთ ბილეთიო…

გზად მეტროდან მეაცამდე მთელი კოლონა იყო ღია მარაზიების,სადაც მაისურებს და ატრიბუტებს ყიდიდნენ – თვალი ვერ ძღებოდა მოკლედ,ისეთი დროშები და კაშნები ეკიდა – ერთი დამამახსოვრდა ყველაზე მეტად,ინგლისური ტექსტი ეწერა,დაახლოებით ასეთი: ” მოწინააღმდეგე ინტერის წინააღმდეგ,1 ტაიმი,1:0,2:0,3:0 – მეორე ტაიმი 3:1,3:2,3:3… ჩვენ თამაშს ახლა ვიწყებთ – ცვეტში ზედ ეწერა ის,რისთვისაც ასე გვიყვარს ინტერი! )))

პირველი ნერვული წიკი მაშინ დამეწყო,შორიდან სან სირო რომ გამოჩბდა ფოთლებს მიღმა – სპორტის მოედანზე (ასე ჰქვია იმ ტერიტორიას,სან სიროს ჩრდილოეთით) უამრავი ასეთი მოძრავი მაღაზია დამხვდა და ერთი რამ,რაც თვალში იყო საცემი – უმეტესად ინტერის ატრიბუტიკა დომინირებდა და რა თქმა უნდა კლიენტიც მეტი ჰყავდა!

ყველა გამვლელ გამოვლელს ბილეთს ვეკითხებოდი – ჩემსავით იქ ბევრი დაძრწოდა და ბილეთებს ეძებდა,ამან უფრო ჩამისახა იმედი,რომ ბოლო-ბოლო ვიშოვიდი და უცბათ ვიღაც 3 ახალგაზრდა ტიპი გაგვეჩითა,გვაქვს ბილეთიო,მაგრამ ისე საეჭვოდ იქცეოდნენ,რომ ვერ მივხვდი,რა ჰქონდათ ჩაფიქრებული… ეტყობა პოლიციას ემალებოდნენ და მერე როგორც დავასკვენი,ყალბ ბილეთებს ყიდიდნენ 100 ევროდ – ბილეთს მილანის ემბლემა ეხატა და სულ მილანის ფერებში იყო,არა და ინტერია მასპინძელი და ამ ამბავმა დამაეჭვა… ესო,მილანის სექტორის ბილეთიაო და უკან მივუბრუნე,მეთქი მილანელების მხარეს არ დავჯდები მეთქი… გამომართვეს უკან და ეგრევე აორთქლდნენ

იქვე ვიღაც დაბალი კლიენი აგვეკიდა,ვირაც ფედერიკო – აქო თქვენ იაფად ვერ იშოვით კაი ბილეთს და მე გასწავლით სად უნდა მიხვიდეთო,მომყევითო სანამ ამ ტიპს მივყვებოდით,გზად რამოდენიმეს კიდევ კვითხე და დავასკვენი – მეორე იარუსი 300 ევროდან ზევით იწყებოდა,1 იარუსზე არც უნდა გეფიქრა,500 ევრო ღირდა კარის უკან… ამ ფედერიკომ მთელ სტადიონზე დაგვარტყმევინა წრე,თან მე დებილივით დავდიოდი და შევყურებდი ამ შენობას,ჩემი ცოლიც ჩქარა ვერ დადიოდა და დავტანჯეთ კაცი ბოლოს სადღაც დაგვსვა და აქ იყავით,არ წახვიდეთ,მე გიშოვით ბილეთსო… გაძვრა-გამოძვრა,ვიღაცეებს გადასძახა,ესენი ჩემი კლიენტები არიანო და ცოტა ხანში მომადგა ამ ბილეთით.

150 ევროს ვაძლევდი და გაიკლა თავი,მე თვითონ 180 მივეციო და რაღას ვიზამდი,მივეცი 200 ევრო – მარტო რომ ვყოფილიყავი,საღამომდე ვიბოდიალებდი და უკეთეს ადგილს ვნახავდი,მაგრამ ჩემი ფეხმძიმე მეუღლე შემეცოდა ამ სიცივეში და გამოვართვი… მოკლედ,ბევრი რომ არ გავაგრძელო,ეს ბილეთი მე-3 იარუსის აღმოჩნდა,მილანის ულტრასების თავზე,სადაც წინ ტყვიაგაუმტარი შუშა და უზარმაზარი სეტკაა გაჭიმული,ზემოდან რამე რომ არ ესროლოს ვინმე გიჟმა! ეს ყველაფერი სტადიონზე მისვლის მერე გავიგე.

… სასტუმროში დაბრუნებულს ორმაგი გრძნობა მაწუხებდა – ღირდა კი ერთ ბილეთში,თუნდაც ასეთი თამაშის ბილეთში 200 ევროს გადახდა? და თან ეს იმ დროს,როცა 4 დღეში ზუსტად ამავე სტადიონზე კიდევ ერთი მატჩი იმართებოდა,არანაკლებ პრინციპულ მეტოქესთან და ის ბილეთი,რაშიც მე ჩემი ხელფასის თითქმის ნახევარი მივეცი,სულ რაღაც 6 ევრო ღირდა!

მოკლედ,ასეა თუ ისეა,ამას აღარაფერი ეშველებოდა – ახლა მთავარი ის იყო,რომ ისეთი თამაში მენახა,იმედი არ გამცრუებოდა…

წასვლამდე კიდევ 6 საათი იყო დარჩენილი,მაგრამ ვეღარ ვისვენებდი,სასტუმროსთან იქვე სადღაც ახლოს ინტერნეტ კაფე გავჩითე,ცოტა ხნით შემოვირბინე ამ თემაში და მილანელებს “ვახარე”,ნესტა არ იქნება მეთქი
სასტუმროში დაბრუნებულმა ტელევიზორი ჩავრთე,სადაც ნებისმიერ არხზე ამ თამაშის გარჩევა იყო – ნელ-ნელა უკვე ყველაფერი მასობრივ ფსიქოზში იზრდებოდა და მეც ამ ფსიქოზის ერთ-ერთი თანამონაწილე ვხდებოდი ერთად ერთი ალბათ მთელს მილანში ჩემს მეუღლეს არ აწუხებდა ეს წინა სამატჩო პერიპეტიები,მთავარია მე კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი!

მოკლედ,5 საათზე უკვე ცმუკვა დავიწყე – წვერი გავიპარსე,ნელ-ნელა ჩავიცვი და გავემზადე წასასვლელად

სიცივე არად ჩავაგდე და ჩემი ცოლის დიდი პროტესტის მიუხედავად,თხელ სვიტზე ზემოდან ინტერი მაიკა ჩავიცვი,შარფიც მოვიხვიე (ეს და კიდევ ინტერის უამრავი სუვენიტრ-ატრიბუტი ერთმა ჩემმა ინტერნეტში გაცნობილმა “მილანისტკამ” ჩამომიტანა იტალიიდან 3-4 წლის წინ ) და წავედი მეტროსკენ…

ახლა არ ვიცი როგორ მოვიქცე,აშკარად გამოვაჩინო,რომ “ინტერისტი” ვარ და ამით გზად ვინ იცის და შემთხვევით შემხვედრ (ამაზეც ვიფიქრე) მილანისტებს გადავეყარო,შეიძლება რაღაც მომაძახონ,თან მარტო ვარ და ალბათ მარტოს მომიწევს მეთქი ჩხუბი – მოკლედ,სანამ ვაგონში შევიდოდი,არც მეტყობოდა გარეგნულად არაფერი,მაგრამ პალესტროზე და კადორნაზე რომ ჯგუფ-ჯგუფად შემოლაგდნენ შავ-ლურჯ ფერებში გამოწყობილი ჩემნაირები,მერე კი ჩავიხსენი კურტკა და გადავიღეღე მკერდი!

“ლოტო”-ზე გამოსულს იქაურობა გადალურჯებული დამხვა.

აქა-იქ კი ჩნდებოდა წითელი ფერი,მაგრამ ეს ძირითადად შავ-ლურკჯ მასაში ინთქმებოდა. ჩემს გვერძე ასე 18-20 წლის ახალგაზრდა წყვილი მოდიოდა – ბიჭს ინტერის შარფი ეკეთა და გოგონას,რომელზეც ხელი ჰქონდა გადახვეული,მილანის ქუდი ეხურა!

მეტროდან სტადიონამდე ორიოდე კილომეტრზე ხალხი ისე მოდიოდა,ბოლო წლების საქართველო და რუსთაველი გამახსენდა – ეს ზღვა ხალხი დროშებით და შეძახილებით ყველა სტადიონისკენ მიდიოდა,თუმცა უმეტესობა გზაში ჩერდებოდა და სულ რაღაც 1 საათში სოკოებივით ამოზრდილ გადასატან ღია მაღაზიებთან და კაფეებთან ჩერდებოდა და ინტერის ატრიბუტიკას იძენდა,ან ლუდს და საჭმელს შეექცეოდა…

მაისურის ყიდვა მეც დავაპირე,თან რომელიც მინდოდა ის მოვძებნე (თეთრი წითელჯვრიანი მატერაცის და ჩემი ზომა შავ-ლურჯი სნეიდერის ) გამყიდველებს ტვინი უბურღე და 15-დან 10 ევროზეც ჩამოვიყვანე (ეს თეთრზე,შავ-ლურჯი ცოტა ძვირი ღირდა) მაგრამ მერე მე სულელმა ვიფიქრე,თამაშის მერე ამას უფრო იაფად ვიყიდი მეთქი (სულ 20 ევროღა მქონდა ჯიბეში) და დამშვიდებული მივადექი სან სიროს…

ხეივანს რომ გამოვცდი და განათებული “სან სირო” დავინახე,ჯერ მეგონა,გასაფრენად გამზადებული უცხოპლანტელების მფრინავი თეფში ხომ არ არის მეთქი – მაგარი შთამბეჭდავი და ამაღელვებელი სანახაობა

ჩემი გეითი მეორე მხარეს იყო და მეც შესაბამისად ნელა და აუჩქარებლად დავიწყე სტადიონზე წრის დარტყმა ( ან სად მეჩქარებოდა,ჯერ 6 საათიც არ იყო) თუმცა,ამ დროს ისეთი რამ შევამჩნიე,რამაც საკმაოდ შემაშფოთა – შესასვლელებში გაჩერებული მომსახურე პერსონალი,სანამ გაჩხრეკდნენ გულშემატკივრებს,ჯერ საბუთს ამოწმებდნენ და მერე ამას ბილეთს ადარებდნენ!!! ჩემს ბილეთში ვიღაც ფაბიო მასტროპასკუას გვარი ეწერა და რა თქმა უნდა მაგრადაც შევშინდი,ვაი თუ აღარ შემიშვან მეთქი,მაგრამ ცოტა დავიმშვიდე გული და გადავწყვიტე ბოლომდე მებრძოლა,თუ საჭირო გახდებოდა,შესაბამისი სტრუქტურებისთვისაც მომეხმო! მაგრამ ეს ხომ იტალიაა?! ვის რაში აინტერესებს,რა გიწერია ბილეთში – მთავარია,პასპორტი თან მქონდა – პირდაპირ ერთი ახალგაზრდა ბიჭი ავირჩიე და მისკენ გავეშურე,სპეციალურ ფორმაზე ინტერის შარფი ეკეთა და მეთქი,თუ რამეა თანაგრძნობის პონტში გამატარებს მეთქი

დახედა ბილეთს,მერე მე შემომხედა და პასპორტი რომ მივაწოდე,არც გადაუშლია – გერბს დახედა და “ბონა სერა სინიორო”,გამიღიმა ფართოდ “ფენქ იუ ბრადა” მეთქი და შევაჭერი ამაყად,მეტალო დეტექტორში გავიარე და რაღაც უცნაირ რიკულებიან კარს მივადექი,ბილეთი უნდა შეყო გვერძე ღრიჭოში და ის დატრიალდება და ზუსტად ერთ კაცს გაატარებს შევყავი ბილეთი,მერე მეორედ და არ იღება… ის ის იყო კინაღამ ცივმა ოფლმა დამასხა,რომ ჩემს უკან ვიღაც შუა ხნის კაცმა ღიმილით გამომართვა,შემოაბრუნა და ისე შეყო და დატრიალდა ჩემს წინ ჯადოსნური კარები…

აქვე მინდა იმ ხალხს,ვინც გაიძახის,რომ თურმე იტალიის სტადიონებზე ძალადობაა და ბავშვები და ქალები სტადიონზე არ დადიანო,მათ ვუპასუხო – ამდენი ქალი და ბავშვი,მოზარდი და ხალგაზრდა,თან მოწინააღმდეგის გულშემატკივრები რაც მე სან სიროზე ვნახე,პროცენტულად არც ერთ ქართულ სტადიონზე არ დადიან,მიუხედავად იმისა,რომ ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არაა ძალადობა ჯგუფები მხვდებოდნენ,სადაც ინტერისტებიც იყვნენ და მილანისტებიც – ერთმანეთს ტკბილად ებაასებოდნენ და რაღაცეებს პირდებოდნენ – ალბათ ნიძლავს თუ დებდნენ

პირველი,ვინც თვალში მომხვდა სტადიონზე შესვლისას,ახალგაზრდა ოჯახი იყო – ქმარი,ცოლი და ორი პატარა ბავშვი,ყველანი ინტერის ფორმებში და შარფებში.

მოვძებნე ჩემი ასასვლელი და ავუყევი მესამე იარუსს – არ ვიცოდ,რომ სპირალზე ასვლაც შეიძლებოდა,მე კი პირდაპირ კიბეებით ავუყევი და სიმართლე გითხრათ,ცოტა დავიღალე კიდეც… მაგრამ ყველანაირი დაღლილობა დამავიწყდა,როცა იმ გვირაბიდან გამოვედი და წინ განათებული სან სირო გადამეშალა! უცბათ ის დღე გამახსენდა,მამაჩემმა დინამოს სტადიონზე რომ წამიყვანა პირველად – ტრიბუნაზე რომ შევედი,რარაც საოცარი გრძნობა დამეუფლა ეს დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა,თვითმფრინავის აფრენისას რომ განიცდი ხოლმე – ჩემმა ექიმმა ცოლმა ამას უბრალოდ ადრენალინის მოზღვავება უწოდა!

პირველი,რაც თვალში ცუდათ მომხვდა,მესამე იარუსზე სამხრეთით და ჩრდილოეთით აღმართული ტყვია გაუმტარი შუშები (დაახლოებით 3 მეტრი სიმაღლის) და მის თავზე გადაჭიმული ბადე იყო – იმ სექტორში დამჯდარს თავი ჰოკეის მატჩზე გეგონებოდა! ვიღაც ახალგაზრდა ბიჭს გამოველაპარაკე,მეთქი ამ სეტკებს არ აწევენ მეთქი და არაო,ეს ასეაო სულ… აი,მაშინ კი მართლა მაგრად გამიტყდა – სადღაც მეცხრე თაროზე უნდა დავმჯდარიყავი,ახლა კართან თუ იქნებოდა თამაში,შუშის იქით უნდა მეყურებინა და მოწინააღმდეგე კართან ბადის მიღმა

მეთქი,ისე არ აგიდგეთ გვერდები ვიღაცა ხართ (ერთი კარგად შევაგინე იმ ტიპს,ვინც ბილეთი მომყიდა და თან “კურვა სუდის” თავზე) და გადავწყვიტე,სულ რომ სკანდალად დამიჯდეს,მეთქი ან მეორე სექტორში ჩავალ,ან სადმე გადავძვრები მეთქი….
ჩემდა გასაკვირად იქიდან დასავლეთ ტრიბუნაზე (ე.წ. “როზა”-ზე) გასასვლელი ღია იყო და მეც ბედის საძებნელად ტრიბუნის შუისკენ გავეშურე – პირდაპირ ცენტრთან მივედი და ავუყევი სულ ზემოთ…

აქვე მინდა გითხრათ,რომ “სან სირო” არც “სტადიო ოლიმპიკოა” და არც პაიჭაძის სახელობის სტადიონი – თუ მაინც და მაინც ჩრდილოეთ ან სამხრეთ ტრიბუნაზე არ მოხვდით მესამე სართულზე ( რისი ალბათობაც თითქმის არ არის,იმიტომ რომ მეაცა წელიწადში დიდი დიდი 4-5ჯერ გაივსოს) ნებისმიერი ადგილიდან მოედანი ხელისგულივით ჩანს და ერთი სიამოვნებაა იქიდან ყურება – რაც უფრო მაღლა ზიხარ,თითქოს ყველაფერი შენი ყურადღების ქვეშაა და მის მიღმა არც ერთი მოვლენა არ გრჩება!

ავედი და პირველივე სკამი,რომელიც თვალში მომხვდა,იქ დავჯექი – განაპირას იყო,თან კიბეებთან ახლოს და მეთქი,ბოლო-ბოლო თუ ყველა ადგილი შეივსო და სკამი აღარ დარჩა,კიბეზე მაინც დავჯდები მეთქი
ჩემდა გასაკვირად,თამაშამდე 2 საათით ადრე უკვე დაიწყეს ვიღაც ვიღაცეებმა კიბეებზე ადგილისი დაკავება – ორი ახალგაზრდა კაცი გაიჩითა,ტიპიური იტალიელები და ჩემს გვერდზე მოიკალათეს კიბეებზე ადგილი… ერთს გამოველაპარაკე,მეთქი მივიწევი მეთქი და არა-არაო ავდექი და გაზეთი მივეცი,დაიფინე მეთქი გამომართვა და თან თვალით ფოტოაპარატზე მანიშნა. მეთქი ტურისტი ვარ და ერთი ფოტო გადამიღე მეთქი და ბაზარი არააო,ცოტა ზემოთ ავიწიეთ,კარგად გამასწორა და დააჩხაკუნა,თან მარჯვენა ცერი ასწია,კაი გამოვიდაო.

უკვე ნელ-ნელა ივსება ტრიბუნები… იტალიელებიც ქართველებივით არიან,ბოლო მომენტამდე არ გაივსო სან სირო პირველები,ვინც თავისი ადგილები ყველაზე ადრე და პატიოსნად შეავსეს ულტრასები იყვნენ.

ვზივარ ამ სკამზე,ჩემს ირგვლივ უკვე ყველა(!) სკამი შეივსი (ძირითადად სულ ინტერის გულშემატკივრებით) ,ჩემსავით სპეციალურად ამ თამაშზე ჩამოსული ინგლისელები და სკანდინავიელებიც გაიჩითნენ და უკვე ის ის იყო ვიფიქრე,რომ გამიმართლა და ამ სკამის პატრონმა სადმე სხვაგან დაჯდომა გადაწყვიტა მეთქი,რომ ამ დროს ერთი კაი ჯიგარი იტალიელი ბაბუ გამეჩითა,ცოტა უკმეხად დამკრა ხელი მხარზე (ვიღაც ნაგლი ადგილობრივი ვეგონე ალბათ ) და საწყალი თვალებით რომ მოვუბრუნდი და თან ინტერის კაშნეებით შევეჩეხეთ ერთმანეთს,მოდი აქო,ცოტა მიიწია და იქ სადაც სკამები მთავრდებოდა,პატარაზე გამოწეული იყო ბეტონი (ერთი გამხდარი კაცი დაეტეოდა ) და აქ დაჯექიო – ირგვლი სკამებზე კი არა,კიბეებზე და უკან ფეხზე დასადგომი ადგილებიც აღარ იყო! სტადიონი უკვე ღელავდა,ულტრასები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სიმღერებში.დაბლა მინდორზე პატარა შოუებიც მოეწყო.

ამ გაწამაწიაში ვარ,იქ ვიღაცეები მივწი-მოვწიე,რომ კარგად ჩავმჯდარიყავი,ერთი კაცი მივჩეხე კიდეც და აღშფოთდა,მაგრამ ისეთი სახით შევხედე,ეგრევე გაჩუმდა – როგორც მერე გავარკვიე,მილანის ფანი იყო და შეეშინდა,აქ არ მიმანგრიონო მოკლედ,ყველაზე აგრესიული ფანი იქ მე გამოვდექი!

ამ დროს სტადიონმა იხუვლა,ეს ჩემი ბაბუც წამოხტა და რაღაცას გაჰყვირის – თურმე გუნდები გამოვიდნენ გვირაბიდან: ეს იყო რაღაც ენით აუწერელი სანახაობა,ორივე “კურვა” მომენტალურად გარდაიქმნა,ინტერისტებმა იქ პატარა ისტორია დახატეს,ერთ მხარეს კი ჰაიტიში დაღუპულების საპატივსაცემო ბანერი გამოსახეს!

არანაკლებ ლამაზი იყო “კურვა სუდ”-იც – ეტყობოდათ,რომ კარგი მომზადებულები მოვიდნენ მილანის ულტრასები

მოკლედ,ეს ამხელა სტადიონი ერთ დიდ ცოცხალ არსებად იქცა და დაიწყო სუნთქვა,ცხოვრება – ყველა ნიუანსი,ყველა დეტალი რაღაც თითქოს შესისხლხორცებული ჰქონდათ,მე ვიყავი ერთი შტერივით და შევყურებდი ამ ყველაფერს! მაგრამ როკიმ რომ სასტვენს ჩაბერა,მერე კი ყველაფერი დამავიწყდა…

ახლა აღარ დავიწყებ ამ მატჩის აღწერას – ყველას ნანახი გაქვთ და გახსოვთ,რაც მოხდა მე მხოლოდ “კლუჩევოი” მომენტებზე გავამახვილებ ყურადღებას – ის რაც შეიძლება ტელევიზორში არ გამოჩნდა… მოკლედ,დავჯექით და ეს ჩემი ბაბუ (სხვათა შორის შესვენებაზე ერთად სურათიც გადავიღეთ! )

ცოტა შეიშმუშნა,მერე აქეთ-იქით გაიხედ გამოიხედა,ჯიბიდან სიგარეტის შესახვევი ქაღალდი გააძრო და დაიყო რაღაცის გახვევა… ცოტა ხანში გაუკიდა კიდეც და ისეთი სუნი დადგა,კინაღამ დავიხრჩვი! მე სიგარეტს უკვე 4 წელია აღარ ვეწევი და გულში გავიფიქრე აჰა,თუ ავნერვიულდი,მოწევა რაღათ მინდა,ისედაც გამგუდა მეთქი!

დაიწყო (ისე,რამოდენიმე ვიდეოც მაქვს გადაღებული და სიმართლე გითხრათ,ატვირთვა არ ვიცი. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი და ინიციატივას გამოიჩენთ,სკუპე-თი გამოგიგზავნით და დაამატეთ ) თამაში და პირველივე შეტევა კინაღამ გოლად ვუქციეთ,მერე რონალდინიო უნდა გაეყვითლებინა (ამ მომენტმა მაგარი აღშფოთება გამოიწვია ტრიბუნებზე) ცოტა ხანში ბექჰემი გააყვითლეს,იქ სნეიდერმა სასწაული ვერ გაიტანა და ადუღდა სტადიონი – ყველა მიხვდა,რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა,მილანი ამხელა წნეხს ვერ გაუძლებდა და დაიშლებოდა!

არ გასულა 2 წუთიც და უკე აფეთქდა სტადიონი – აბატემ მიჰქარა და სან სიროს “ლუბიმჩიკმა” შეაგდო!

მილიტოზე ტყუილად არ მითქვამს,რომ “ლუბიმჩიკია” – ძალიან მალე შეიყვარეს ინტერისტებმა,საკუთარი სიმღერაც კი მიუძღვნეს,რომში და მილანში ყველაზე მეტი მილიტოს მაისური ვნახე… ამ თამაშში კი მილიტოს (ძანეტისთან და სეზართან ერთად) უმაღლესი შეფასება დაუწერა იტალიურმა პრესამ – საოცარი მატჩი ჩაატარა,ყველგან იყო,3-ჯერ თუ 4-ჯერ სტანდარტებზე ბურთი გამოიტანა საკუთარი საჯარიმოდან,წინ ყველა ბურთზე იბრძოლა,ფავალის დედა მოუტYნა და გასვლისას მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა!!!

გოლის დროს უნდა გენახათ რა ხდებოდა ტრიბუნებზე – ხალხი ერთმანეთს ახტებოდა,ვინ ვის კოცნიდა,მე ორი კაცი მეცა აქეთ-იქიდან და ჩამიხუტეს,მე ჩემს ბაბუს ისე ვაჯანჯღარებდი,კინარამ წელში გადავტეხე!

ამის მერე ინტერი ცოტა უკან “ჩაჯდა” და თავის მეორე შანსს დაელოდა – მილანი ბურთის გაკონტროლებას ცდილობდა,მაგრამ პატარა უზუსტობა და ერთი მეორეზე მწარე კონტრშეტევებს იღებდნენ აქეთ მხარეს! თითქმის ყველა შეტევას სნეიდერი იწყებდა,ღრმად ჩადიოდა და საკუთარ საჯარიმოსთან ეძებდა ბურთს… მოკლედ,მეორე გოლი უკვე დროის ამბავი იყო,მაგრამ აქ ჩაერთო როკის მსახვრალი სასტვენი

* * *
ახლა,ჩემგან არავის გესწავლებათ,რომ ტელევიზორში და სტადიონზე ნანახი თამაში,სულ სხვა რამაა! საქართველოში რომ დავბრუნდი,ამ თამაშს სპეციალურად ვუყურე და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მაღალი დონის რეპორტაჟი იყო,კამერებით გადაღებული მაინც ვერ გადმოსცემს იმ ყველაფერს,რაც ზოგადად ტრიბუნებზე ხდება!

კიდევ რაღაც ნიუანსები – ერთ მომენტში,თუ გახსოვთ (თუმცა,ეგ როგორ არ გემახსოვრებათ ) მილანი მაგრად რომ მოგვაწვა,მილიტომ და პანდევმა გენიალური “კონტრატაკა” დაურტყეს (თუ ამ მომენტს კიდევ ნახავთ განმეორებით,კიდევ ერთხელ დარწმუნდებით,მილიტო რა მაგარია) ტელევიზიამ ეს მომენტი იმდენჯერ გაიმეორა,რომ ამ მატჩის ალბათ ყველაზე ამაღელვებელი მომენტი გამოეპარა: ძანეტიმ,ჩვენმა კაპიტანმა ისეთები გააკეთა,ხალხი განწირული ბღაოდა უკვე! ეს ჩემი ბაბუ ” ილ კაპიტაანოოოო”,ჩემს წინ ერთი შუახნის დუბლიონკიანი კაცი თამაშის ბოლომდე “ილ ტრატოორეეე” გაჰყვიროდა! – მოკლედ,5 კაცს ებრძოლა ბურთისთვის,4-ჯერ დაკარგა და მაინც წაართვა და ბოლოს მეხუთედაც რომ წაართვეს,უკანასკნელი ძალები მოიკრიბა,გამოეკიდა და პადკატში აახია,ბურთი კამბიასოს მიუვიდა და მაქედან დაიწყო იმ შეტევის ორგანიზება,რასაც მაიკონზე ჯარიმა და მეორე გოლი მოჰყვა!


კიდევ ერთი მომენტი სნეიდერის გაძევება იყო – მატჩის რეჟისორი გადაჰყვა ლუსიოს კადრს ამ დროს, და სნეიდერს რომ წითელი აჩვენეს,მხოლოდ მეორე ტაიმში აჩვენეს ეგ კადრი – კომენტატორი ვერაფრით ვერ მიხვდა,რატომ ჩხუბობდა ვესლი,სანამ ტიტრი არ დაიწერა

მოკლედ,იმის თქმა მინდა,რომ რაც არ უნდა დიდებული რეპორტაჟი იყოს,მაინც სხვაა,იმას,რასაც ხედავ,განიცდი და თან იცი,რომ იმის განმეორებას იქ ამ დროს არავინ შემოგთვაზებს!

……………..

მოკლედ,ინტერის შეტევების ნიაღვარი რაღაც არაორდინალურს უნდა შეეჩერებინა და ეს არაორდინალურიც მალე გაიჩითა – მსაჯი! დღესაც დარწმუნებული ვარ რომ სნეიდერი იმიტომ არ გაუგდია როკის,რომ ტაში დაუკრა – ეს აბსურდია,ამაზე მაქსიმუმ ყვითელს აძლევენ ხოლმე,ან საერთოდ არ იმჩნევენ,მით უმეტეს ასეთ თამაშში,როცა მთელი მსოფლიო გიყურებს და სპექტაკლს ელოდება! თუმცა ამ ამბავში როკის ვერ გაამტყუნებ – სპექტაკლი მართლა გამოუვიდა და რაც იმ დღეს ტრიბუნებიდან აგინეს,ყველა მაგის ჯანში იყოს!
შეიძლება იქ რაღაც “შიგ ხომ არა გაქვს” პონტშიც უთხრა! შეტევა ხომ ჩაშალა და აქეთ მილანმა დაიწყო კონტრ შეტევა,სნეიდერის ზონა თავისუფალი იყო. მსაჯი იქით გაიქცა,მაგრამ მთელი 20 მეტრი კისერი მოღრეცილი ჰქონდა,ეტყობა კარგად დაიმახსოვრა “აბიდჩიკი” და შესაფერის მომენტს დაელოდა. ეს მომენტი კი ძალიან მალე დაუდგა – რა პრობლემა იყო,ასეთ დაძაბულ თამაშში,როცა ყველას ნერვები წკიპზე აქვს,ერთი უხეში შეცდომა (ან მიზან-მიმართული პროვოკაცია) როცა ამბროზინის გაფრთხილების მაგივრად ლუსიოს დააბრალა სიმულიანტობა და საბაბიც მიეცა!

სტადიონი გადაირია,ტრიბუნების 3/4-ზე ხელების ტყე აღიმართა,სნეიდერი გაცოფებული აღარ გადიოდა,მოუს თანაშემწე და მუნტარი ამაოდ ეხვეწებოდნენ…

პირველად იმ მომენტში გავიფიქრე,რომ რა ტყუილად გადავყარე 200 ევრო,რა თარსი ფეხი მქონია მეტქი,სადმე ბარში მეყურებინა,ეს ფულიც დამრჩებოდა და ხვალ უკვე დავივიწყებდი ამ ამბავს მეთქი

მოკლედ,სპექტაკლი დაიწყო და ნელ-ნელა სულ სხვა პერსონაჟები გამოჩდნენ – აქამდე ინერტული პანდევი ცოტა უკან იხევს და სნეიდერის საქმესაც ითავსებს,მანამდე სულელივით მორბენალ მუნტარის,რომელსაც შეცდომები ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოსდიოდა,ყველაზე მძიმე მისია დაეკისრა – გამოთავისუფლებული ზონები უნდა გადაეკეტა! არ ვიცი,ეკრანზე რამდენად ჩანდა,მაგრამ განსაკუთრებით მეორე ტაიმში,როცა ეს ჩვენი ერთ უჯრედიანი შავტრაკა ჩემს მხარეს გადმოვიდა,გაოცებული ვუყურებდი (ახლა კი ვიცი,რატომაც ევასება მოურინიოს და რატომ აყენებს ჯიუტად სასტავში): ამ საწყალმა იმდენი ირბინა,ერთ მომენტში ეჭვი შემეპარა,მეთქი ან ღვიძლი არ აქვს,ან მთლად ჯანმრთელი არ უნდა იყოს მეთქი – ფლანგიდან ფლანგზე ირბინა,იქით კამბიასოს ეხმარებოდა,აქეთ სანტონს აზღვევდა,სადამდეც ძალა ყოფნიდა,შეტევაზეც გარბოდა და ერთ მომენტში,აუტის ხაზთან ძალიან რომ შეავიწროვეს,ისეთი სასწაული ქუსლი მისცა,იმ მომენტში გავიფიქრე,ესენი წამგებები აღარ არიან,ამათი წაგება საცოდაობა იქნება მეთქი!

* * *
შესვენებამდე დარჩენილი წუთები ძალიან გაიწელა – მსაჯმა მთლიანობაში 7 წუთზე მეტი დაამატა თამაშს… შესვენებაზე ერთი ცუდი ამბავიც შევიტყვეთ – სადღაც ჩრდილოეთ ტრიბინაზე,ინტერის ულტრასებში ვიღაცას გულის შეტევა მოსვლია და სავარაუდოდ გარდაიცვალა – საკაცით ჩამოჰქონდათ მთელი 10 წუთი… შესვენება რომ გაიწელა,კი ვიფიქრე,რომ ამ მაბის გამო ხომ არ ხდება მეთქი ეს და ამ დროს მილანის მოტამაშეებიც გამოვიდნენ,ინტერისტები კი არ ჩანდნენ!
როგორც მერე გავიგე გასახდელში ფრიად ღირსშესანიშნავი ამბავი მომხდარა – მორატი შესულა და დაუმშვიდებია მოთამაშეები,მოურინიო კი რისი მოურინიოა,გუნდის მოტივირება გასჭირვებოდა?! მოკლედ,მეორე ტაიმში გამოვიდნენ ფეხბურთელები და ხმის ამოუღებლად,თითქმის არაფერზე არც პროტესტი გამოუხატავთ,პროფესიონალურად აკეთეს თავისი საქმე მთელი მეორე ტაიმი. თუმცა ყველას ეტყობოდა,რომ ლამის თავის ცხოვრების მატჩს ტამაშობდნენ,თავი დადო ყველამ,მოუს მაგივრადაც თამაშობდნენ,სნეიდერის მაგივრადაც და იქ მისული 63 000 ინტერის გულშემატკივრის მაგივრადაც (19 000 მილანისტა იყო )

დაიწყო მეორე ტაიმი და დაიწყო მილანმა შტურმი – 2-3ჯერ მაგრად გადარჩა ინტერი. ზეედორფმა კინაღამ შეაგდო,ბორიელო,რომელიც პირველ ტაიმში ლამის სასაცილოდ აიგდო სამუელმა(“ფეხი არ გაანძრევინაო”,ცოტა მსუბუქადაა ნათქვამი ) გამოცოცხლდა და ყველა ბურთზე იბრძოდა! მილანის ულტრასებს გული მიეცათ და ჯერ სიმღერა დასცხეს,მერე მაშხალები დაანთეს და 3-ჯერ რაღაც ისე დააბითქუნეს,მეთქი ომი დაიწყო მეთქი!

ეს ჩემი ბაბუ კი იჯდა და ამ ჰაშიშს უქიშინებდა,თან სულ მე მახრჩოლებდა,კინარამ დავბრმავდი!lol ერთ მომენტში უკვე ვიფიქრე,ეგაა გოლიც გაგვიტანეს მეთქი,რომ ამ დროს პირველი აზრიანი კონტრი მოვუწყვეთ და მილიტომ ვერ დაარტყა ჯანიანად! აქეთ რონალდინიო ფაფხურობდა,რაღაც არ გამოუვიდოდა და სულ მსაჯს ეჯღანებოდა! მე კი რამდენი როკი დაუსტვენდა,წინ ამ შუახნის დუბლიონკიანი კაცის სკამზე შევხტებოდი და ქართულად სულ სართულ-სართულ ვაგინებდი მსაჯს! ეს კაცი მომიბრუნდება და ორივე ცერს მაჩვენებს და ბრავო-ბრავოო,მე მიკრავდა ტაშს! იმას მგონი ეს ჩემი ემოციური გამოხტომები თამაშზე უფრო მაგრად მოსწონდა,მთელი მეორე ტაიმი მე “მბალელშიკობდა”!
….

სადღაც მეორე ტაიმის 55-60- წუთებს შორის უკვე მოლოდინი მქონდა,რომ მილანის ერთს ღონივრად შეუტევდა და ბოლო-ბოლო ერთ პატარა შეცდომასაც ხომ დაუშვებდნენ ლუსიო-სამუელი? იქით მაიკონი კიდევ,რომელსაც წინა სეზონებში ცუდი ჩვევა ჰქონდა,კონტრშეტევების დროს ჩამოსვლას აგვიანებდა და ცენტრალურ მცველებს არ აზღვევდა!
მაგრამ აქ ასეთი რამე აღარ მომხდარა – მაიკონი გიჟივით დარბოდა წინ და უკან,ყველგან ასწრებდა და თან შე
მატჩის "ინტერელი"
ედერი
2 გოლი, 1 საგოლე
გამოკითხვა

რას ელოდებით სპალეტისგან?

სკუდეტო
ოთხეული
ევროპა ლიგა
სერია "ბ"
რეკლამა
Image
მინი ჩათი
interista2008
interista2008
დღეს 22:02:24

კომენტარს რატო ვერ ვაკეთEბ
interista2008
interista2008
დღეს 00:26:27

Vaxo Imedadze,
mand ro shedixar zepirad ar ici tu ratemaa?
Vaxo Imedadze
Vaxo Imedadze
გუშინ 21:59:09

კლუბის შემადგენლობ
აა აქ შესაცვლელი, რაღა დროს ლიაიჩი და ბიაბიანია?
ირაკლი ზასეშვილი

ვაზგი არის საიტის ადმინისტრატ
ორი
interista2008
interista2008
9 აგვისტო 2017

ირაკლი ზასეშვილი,
vazg vinaa?
ირაკლი ზასეშვილი

არ ვიცი ჯიგარო აბა სცადე და ვაზგს მიწერე და ჰკითხე, ის არის მთავარი და ეცოდინება უეჭველი
interista2008
interista2008
9 აგვისტო 2017

ირაკლი ზასეიშვილი amaas winat informacia davamate da siaxleebis striqonshi ar chans saertod da aravisa r unaxavs da ufleba ar maq tu rato xdeba egre?/
interista2008
interista2008
8 აგვისტო 2017

dalbertma samedicino shemowmeba uukve gaiara da daweret da fotoc miayolet
interista2008
interista2008
7 აგვისტო 2017

http://www.flashscore.com/match/h
2ySR98r/#match-summary
interista2008
interista2008
6 აგვისტო 2017

https://www.youtube.com/watch?v=m
d6mkfnNC90
kai xarisxia ukuret interi villareali

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 10
მომხმარებლები: 0
სტუმარი: 10